ანალიტიკაკრიმინალისაქართველოსიახლეები
ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობა და ქალთა უფლებები
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2018/12/saqartvelos-demokratiuli-iniciativa.jpg)
ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტები, ქალთა უფლებები, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებში არსებული გამოწვევები – ამ საკითხებზეა ყურადღება გამახვილებული “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” ანგარიშში.
არასამთავრობო ორგანიზაციამ ბოლო ორი წლის განმავლობაში 30-მდე ქალს გაუწია სამართლებრივი დახმარება. მათ შორის მომზადდა კონსტიტუციური სარჩელი ტრანსგენდერი ქალების მიმართ ძალადობისგან დაცვის თაობაზეც.
GDCI-ს იურისტები განმარტავენ, რომ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ქალზე ძალადობის შემთხვევები, ხშირ შემთხვევაში გამოუძიებელი რჩებოდა.
მოისმინეთ ”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას” თავმჯდომარის, გიორგი მშვენიერაძის და ამავე ორგანიზაციის სტრატეგიული სამართალწარმოების პროგრამის დირექტორის, ედუარდ მარიკაშვილის კომენტარები.