ქარიშხალმა ათასწლოვანი გვირაბიანი სეკვოია წააქცია [Photo/Video]

ძლიერი ქარიშხლის გამო კალიფორნიის გიგანტური ხეების Calaveras-ის ეროვნულ პარკში გვირაბიანი სეკვოია წაიქცა. ინფორმაციას პარკის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პარკის თანამშრომლების თქმით, ხე ცუდ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ქარიშხალმა მისი განადგურება დააჩქარა.
„იგი ძლივს იდგა, ფოთლები მხოლოდ ერთ ტოტზე ჰქონდა შენარჩუნებული“, – განაცხადა პარკის თანამშრომელმა ჯოან ოლდეიმ.
წაქცეული სეკვოია თავისი გვირაბით იყო ცნობილი. 1880 წელს ტურისტების მისაზიდად ხეში გვირაბი გაიყვანეს. ტყის გიგანტის დიამეტრი 10 მეტრს შეადგენდა. გვირაბი იმდენად ფართო იყო, რომ მასში მსუბუქი ავტომობილი თავისუფლად ეტეოდა. გვირაბის გაყვანის შემდეგ სეკვოიამ ხმობა დაიწყო.
ამჟამად მეცნიერები ხის ზუსტ ასაკს არკვევენ. როგორც ცნობილია, პარკში ანალოგიური სეკვოიების ასაკი 1,2 ათას წელს აღწევს.

[print_gllr id=50871]

მსგავსი პოსტები

Back to top button