მნიშვნელოვანირეგიონი

ლაგოდეხში საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე საზეიმოდ აღნიშნეს

ეროვნულ სამოსში შემოსილმა ახალგაზრდებმა და ჩოხოსნებმა „მრავალჟამიერის“ ფონზე ქართული დროშით ქუჩებში მსვლელობა გამართეს

ᲙᲐᲮᲔᲗᲨᲘ საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე საზეიმოდ აღნიშნეს.

ლაგოდეხში, ეროვნულ სამოსში შემოსილმა ახალგაზრდებმა და ჩოხოსნებმა „მრავალჟამიერის“ ფონზე, ქართული დროშით ქუჩებში მსვლელობა გამართეს.

მუნიციპალიტეტის მერიასთან, მსვლელობის მონაწილეებმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, სახელმწიფო დროშა საზეიმოდ აღმართეს.

“სახელმწიფო დროშა ჩვენი ერთიანობის სიმბოლოა. ქართული დროშის ქვეშ ბევრი დამპყრობელი დავამარცხეთ და ახლაც მჯერა, რომ ამ დროშით ვივლით ევროპისკენ და უკეთესი მომავლისკენ”- განაცხადა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერმა, ჯონდო მდივნიშვილმა.

კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების საჯარო დაწესებულებებში, საქართველოს სახელმწიფო დროშები დილიდანაა გამოფენილი.

დროშის დღესთან დაკავშირებით, ბრიფინგს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც ჩაატარებს.

საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე, წელს უკვე მეთორმეტედ აღინიშნება.

14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღედ, ” საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად გამოცხადდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button