მნიშვნელოვანიპოლიტიკასიახლეები
„ქართულ ოცნებას“ სექტემბერში 6,5 მილიონამდე ლარი შესწირეს
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2019/06/SPECGAMOSHVEBA.jpg)
„ქართულ ოცნებას“ სექტემბრის თვეში 6 495 650 ლარი შესწირეს.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, პარტიის მიმართ ფულადი შემოწირულება 245-მა სუბიექტმა განახორციელა.
აღსანიშნავია, რომ შემომწირველებიდან 118-მა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ 20 ათასი ლარიდან – 60 ათას ლარამდე გაიღო.
რაც შეეხება მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებს, 1-ელი იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, მმართველ პარტიას თანხა სულ 549-მა სუბიექტმა ჩაურიცხა.