რეგიონი

ქართული ღვინის უმსხვილესმა მწარმოებელმა რუსეთის ბაზარზე პროდუქციის გატანა შეაჩერა

რუსეთის ბაზარზე გლობალური წნეხის გამო, კომპანია “თბილღვინო” რუსეთთან ეკონომიკურ ურთიერთობას წყვეტს.
ღვინის ერთ-ერთ უმსხვილეს მწარმოებელს, კახეთში, კერძოდ, ქინძმარაულის მიკროზონაში, მუკუზანსა და წინანდალში, რამდენიმე ათასი ჰექტარი ვენახის ფართობი უკავია.რუსეთის ბაზარზე კომპანიას პროდუქციის 21% შეჰქონდა.

„თბილღვინოს“ დამფუძნებელი ზურა მარგველაშვილი ამბობს, რომ ბოლოდროინდელი მოვლენები ტრანზაქციებს გაართულებს და ის, კომპანიაზე უარყოფითად აისახება.

,,ვფიქრობთ, რომ სანქციები რუსეთის ფინანსურ სისტემაზე და ვალუტის დევალვაციის პროცესი კიდევ უფრო გაართულებს მომავალში ტრანზაქციების განხორციელებას. კომპანიაში ინტენსიურად მიმდინარეობს ყველა იმ რისკისა თუ ცვლილების განხილვა , მათ შორის რეპუტაციული რისკისაც, რომელიც შესაძლოა, უარყოფითად აისახოს ჩვენზე.
დღეისთვის, ჩვენი პროდუქცია წარმოდგენილია მსოფლიოს 30 ქვეყანაში. მიუხედავად ამისა ვაპირებთ გავზარდოთ გაყიდვები და მოვნახოთ ალტერნატიული ლოგისტიკური არხები”-აცხადებს მარგველაშვილი.

“თბილღვინო” გასული საუკუნის 60-იან წლებში ჩამოყალიბდა და ღვინის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია
კომპანიის გადაწყვეტილებას ღვინის დანარჩენი მწარმოებლები, ჯერჯერობით არ უერთდებიან.

მეღვინეების გარკვეული ნაწილი ამბობს, რომ ახალი ბაზრების მოძიება გარდაუვალია, თუმცა ევროპული ბაზრისათვის ქართული ღვინო ტრადიციული არ არის.

რუსეთისათვის დაწესებული სანქციების გამო, ღვინის ზოგიერთ კომპანიას, რუსულ ბაზარზე გატანილი პროდუქციის საფასური, დღემდე არ მიუღია.

ღვინის ეროვნულ სააგენტოში უკვე აცხადებენ, რომ ბაზრებზე შექმნილი გაურკვეველი ვითარება, რთველის პროცესზე, რომელიც კახეთში აგვისტოს ბოლოს დაიწყება, აუცილებლად აისახება.

მოუსმინეთ ჩვენი კორესპონდენტის ხათუნა გულიაშვილის ჩართვას ახალ ამბებში:

მსგავსი პოსტები

Back to top button