მნიშვნელოვანისიახლეები

საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას ილია დარჩიაშვილი დაიკავებს

ქვეყანას ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი ჰყავს – დავით ზალკალიანის ნაცვლად საგარეო უწყებას ამიერიდან მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, ილია დარჩიაშვილი უხელმძღვანელებს.

დავით ზალკალიანი კი აშშ-ში საქართველოს ელჩი ხდება.

ილია დარჩიაშვილს-დიპლომატიური საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად დანიშვნამდე იყო საქართველოს ელჩი პოლონეთში, ხოლო მანამდე საგანგებო დავალებათა ელჩი.

ილია დარჩიაშვილი 2021 წლიდან ამ დრომდე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას იკავებდა. 2017-2021 წლებში ის იიყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთში.

ირაკლი ღარიბაშვილის და ილია დარჩიაშვილის ხმა

მსგავსი პოსტები

Back to top button