ქართული კრიმინალური დაჯგუფების 34 წევრი დააკავეს, მათ შორისაა კაბუ

საფრანგეთსა და საბერძნეთში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ქართული კრიმინალური დაჯგუფების 34 წევრი დააკავეს, მათ შორის 4 “კანონიერი ქურდია”.
საქართველოს ცენტრალური კრიმინალური დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსის მამუკა ჭელიძის თქმით, სალონიკში დააკავეს ლაშა შუშანაშვილი, საფრანგეთში ალექსანდრე კობალაძე, იგივე რამაზ ღუღუნაშვილი, ათენში კი ნოდარ შუკაკიძე და მერაბ ასანიძე.
გამოძიება ამბობს, რომ ერთობლივი სპეცოპერაციის ფარგლებში დაკავებული არიან კრიმინალური დაჯგუფების სხვა წევრებიც. ასევე დაკავებულია კახაბერ აბუაშვილი, იგივე კაბუ.
გამოძიების ფარგლებში სხვადასხვა ქალაქში ჩატარებული ჩხრეკისას ამოღებული იქნა კრიმინალური დაჯგუფების საქმიანობასთან დაკავშირებული ნივთმტკიცებები.
დაკავებულებს სხვადასხვა სიმძიმის ასობით ქურდობის ფაქტზე ედავებიან.