“ქართული ოცნება” 51% – “ნაციონალურ მოძრაობა” 13% – Survation-ის კვლევა
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2020/10/კვლევა-სამგორი.jpg)
ბრიტანულმა კომპანიამ Survation “რუსთავი 2-ის” დაკვეთით შესრულებული საზოგადოებრივი აზრის მორიგი კვლევა გამოაქვეყნა.
ამჯერად კვლევებმა კიდევ 6 მაჟორიტარული ოლქი: სამი თბილისში და სამი რეგიონში მოიცვა.
სამგორის მაჟორიტარული ოლქში დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, 66% თითქმის დარწმუნებულია, რომ მასში მონაწილეობას მიიღებს, ალბათ მიიღებს მონაწილეობას – 17%, 50-50- 11%, არ მიიღებს მონაწილეობას – 5%, არ ვიცი/ უარი პასუხზე – 1%.
დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მაჟორიტარობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას? სამგორის მაჟორიტარულ ოლქში ხმები ასე გადანაწილდა:
სოზარ სუბარი “ქართული ოცნება”- 55%.
ლევან ხაბეიშვილი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – 31%.
გურამ ნიკოლეიშვილი “პატრიოტთა ალიანსი” – 6%.
ფიქრია ჩიხრაძე “ლელო” – 5%.
სანდრო რიჟამაძე “ჩვენი საქაღთველო-სოლიდარობის ალიანსი”- 1%.
სხვა მაჟორიტარობის კანდიდატს უპირატესობას ანიჭებს -2%.
ამავე ოლქში, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?
“ქართულ ოცნება” – 51% აქვს.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – 13%.
“გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი”- 12%.
“პატრიოტთა ალიანსი” – 8%.
“ლელო” – 4%.
“ევროპული საქართველო” – 4%.
“ლეიბორისტული პარტია” – 2%.
“გირჩი” -1%.
“ერთიანი საქართველო” – 1%.
“სხვა პარტიები” – 4%.
საველე სამუშაოები ჩატარებულია 2020 წლის 19-27 სექტემბერს და გამოიკითხა 1810 რესპონდენტი. კვლევა ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, რესპონდენტების სახლში.
ისინი შეირჩნენ ასაკის, სქესის და გეოგრაფიის მიხედვით, დემოგრაფიულ მაჩვენებლებთან შესაბამისად.