მნიშვნელოვანისაქართველო

რადიო ჰერეთი 20 წლისაა

სამაუწყებლო კომპანია ჰერეთი 20 წლისაა. კახეთის რეგიონში პირველი დამოუკიდებელი რადიომაუწყებლობა 1998 წლის 29 აგვისტოს დაფუძნდა.

დღეს კომპანია 3 რადიოსადგურით ოპერირებს: ლაგოდეხიდან კახეთის რეგიონსა და აზერბაიჯანის დასავლეთ ნაწილში მაუწყებლობს რადიო ჰერეთი FM102.8-ზე, დედაქალაქსა და მის შემოგარენში რადიო თბილისი FM93.5-ზე და ასევე მაუწყებლობს RELAX WEB RADIO – ინტერნეტში.

რადიოების დაფარვის არეალში 3 მილიონამდე პოტენციური მსმენელია.

ჩვენი პირველადი პროდუქტი რადიოა, თუმცა ჩვენი შექმნილი რადიოსადგურები წარმოდგენილია ყველა პლატფორმაზე: ინტერნეტმაუწყებლობა, სხვადასხვა აპლიკაციები და სოციალური ქსელები.

“ჰერეთი” დაარსებიდან დღემდე ინარჩუნებს ობიექტური, მიუკერძოებელი და სანდო საინფორმაციო პოლიტიკის მატარებელი მედიაკომპანიის იმიჯს. ამის წინაპირობაა ისიც, რომ ჰერეთის დამფუძნებლები და თანამშრომლები არ არიან პოლიტიკური პარტიების ან სხვა სახელმწიფო ორგანოს თანამშრომლები. ჰერეთი გამოირჩევა ერთსულოვანი თანამშრომელთა გუნდით და ორგანიზებულობით.
ჩვენი მისია საზოგადოების ინფორმირება სანდო და ობიექტური ინფორმაციით.

რადიო “ჰერეთის” 24 საათიანი მაუწყებლობა გთავაზობთ: ახალ ამბებს საათში ერთხელ, საავტორო შოუ-პროგრამებს და ყველა დროის საუკეთესო მუსიკას, ქართულ პოპულარულ სიმღერებს. რეკლამის წარმოება – განთავსებას და გადაცემების სპონსორობას.

ჩვენ განვარგძობთ თქვენთვს მუშაობას. მადლობა ნდობისთვის!

 

ამ თემაზე წაიკითხეთ: 20 წელი – რამაზ სამხარაძის ბლოგი

მსგავსი პოსტები

Back to top button