ქართული ოცნება არ აპირებს, თვითმმართველობის არჩევნებისთვის ეუთო/ოდირის “დატვირთვას”

კობახიძე საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ ქართული ოცნება არ აპირებს, თვითმმართველობის არჩევნებისთვის ეუთო/ოდირის “დატვირთვას.”
ოცნების პრემიერი ამტკიცებს, რომ ადგილობრივი არჩევნების დასაკვირვებლად ეუთო/ოდირის მოწვევის პრაქტიკა ზოგადად არ არსებობს და ეს მხოლოდ საპარლამენტო არჩევნებს ეხება.
იგი ასევე ირწმუნება, რომ ქართული ოცნება თვითმმართველობის არჩევნებს ჯანსაღ გარემოში ჩაატარებს.
“რაც შეეხება ეუთო/ოდირს. ზოგადად, არ არსებობს პრაქტიკა, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე ეუთო/ოდირს იწვევენ. გადახვევები გვხდება, მათ შორის, ჩვენც გვქონდა 2021 წელს, გამომდინარე იქიდან, რომ რაღაცნაირად ეს არჩევნები დაკავშირებული იყო საპარლამენტო არჩევნების თემაზე.
რამდენიმე ქვეყანაში არის გამონაკლისი შემთხვევები, როცა თვითმმართველობის არჩევნებზეც იწვევენ ეუთო/ოდრის. სტანდარტული პრაქტიკის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებზე ხდება ხოლმე მათი მისიას მოწვევა. ასე რომ, ვფიქრობთ, ზედმეტი იქნება ეუთო/ოდირის დატვირთვა ჩვენი თვითმმართველობის არჩევნებისთვის და ადგილობრივი არჩევნები ჩატარდება აბსოლუტურად ჯანსაღი ფორმით.
თქვენ იცით, რომ ეუთო/ოდირი აკვირდებოდა საპარლამენტო არგვევინებს და დადო სათანადო დასკვნა, თუმცა ამ დასკვნით არავინ დაინტერესდა. დღეს იგივე ადამიანები, რომლებმაც სრული იგნორირება გაუწიეს ამ დასკვნას, გვთხოვენ ჩვენ მათ მოწვევას”, – თქვა მან.
ოცნების პრემიერმინისტრი ამბობს, რომ ხელისუფლება მზადაა, გააუმჯობესოს დიდ ბრიტანეთთან ურთიერთობები, თუმცა მისი თქმით, ამ შესაძლებლობას ლონდონის მხრიდან “ექსტრემიზმის დაფინანსების მანკიერი პრაქტიკა” აფერხებს.
“რაც შეეხება თანამშრომლობას საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის. ჩვენ აბსოლუტურად ღია ვართ ამისთვის, თუმცა აუცილებელია, რომ ეს თანამშრომლობა გარკვეულ პრინციპებს ეფუძნებოდეს. ამ კუთხით, უნდა გავიხსენოთ, რომ იყო გარკვეულწილად მანკიერი პრაქტიკა, მაგალითად, ექსტრემიზმის დაფინანსების, ჩვენს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ასეთი ფაქტები ხელს უშლის, ჯანსაღი პარტნიორული ურთიერთობების განვითარებას.
როგორც თქვენ იცით, ბოლო პერიოდში იყო რამდენიმე მცდელობა, რამდენიმე ორგანიზაცია დაფინანსებულიყო. ესენი რადიკალურ ოპოზიციასთან პირდაპირ დაკავშირებული ორგანიზაციები არიან – “ტაბულა”, “მომავლის აკადემია” – ისინი არიან “ფრანკლინის კლუბის” გაგრძელებები”, – განაცხადა კობახიძემ.
ის ადამიანები, რომლებმაც სრული იგნორირება გაუკეთეს ეუთო/ოდირ-ის დასკვნას, ახლა ჩვენ გვთხოვენ მათ მოწვევას, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება ჯანსაღი ფორმით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ზოგადად, არ არის ასეთი პრაქტიკა, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე იწვევდნენ ეუთო/ოდირ-ს.
„გადახვევები ხდება, მათ შორის ჩვენ გვქონდა გადახვევა 2021 წელს, რადგან ის არჩევნები იყო დაკავშირებული საპარლამენტო არჩევნების თემასთან. ასე რომ, არის შემთხვევები, როცა თვითმმართველობის არჩევნებზეც იწვევენ მათ, თუმცა ეს არის გამონაკლისი. სტანდარტული პრაქტიკის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებზე ხდება ხოლმე მისიის მოწვევა. შესაბამისად, ვფიქრობთ, ზედმეტი იქნება მათი დატვირთვა ამ არჩევნებით. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება ჯანსაღი ფორმით. ეუთო აკვირდებოდა საპარლამენტო არჩევნებს, მოამზადა დასკვნა, თუმცა არავინ დაინტერესდა ამ დასკვნით. დღეს იგივე ადამიანები გვთხოვენ მათ მოწვევას“, – განაცხადა კობახიძემ.
საქართველოში ბრიტანეთის საელჩომ დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია: „მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოიწვიოს ეუთო/ოდირ-ის მისია მუნიციპალურ არჩევნებზე და გაითვალისწინოს ოდირ-ის ყველა რეკომენდაცია“.
ცნობისთვის, ბრიტანეთის საელჩო საქართველოში, საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დასაკვირვებლად, ეუთო/ოდირის მისია მოიწვიოს და ასევე, გაითვალისწინოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ოდირის საბოლოო ანგარიშში გაცემული ყველა რეკომენდაცია. ამის შესახებ ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.
ამასთან, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ მონიტორინგს, რაც პროფესიონალური და გამჭვირვალე საარჩევნო ზედამხედველობის მნიშვნელოვანი ნაწილია.