მნიშვნელოვანირეგიონი

ქართული ოცნება და პრორუსული კონსერვატიული მოძრაობა სახალხო ევროპული მოძრაობის წინააღმდეგ

ქართული ოცნება და პრორუსული კონსერვატიული მოძრაობა სახალხო ევროპული მოძრაობის წინააღმდეგ თელავში.
ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება თელავში სახალხო მოძრაობას “შინ ევროპისკენ” თელავის მუნიციპალიტეტის

საკრებულოს წევრები ქართული ოცნებიდან და პრორუსული პარტიის წევრები ერთობლივად დაუპირისპირდნენ.
თელავის საკრებულოს წევრებმა, ალტ ინფოს წარმომადგენლებმა და ქართული ოცნების მხარდამჭერებმა მუზეუმის ჭიშკართან

ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს და სახალხო მოძრაობის წარმომადგენლებს მუზეუმში შესვლის საშუალება არ მისცეს.
საკრებულოს წევრების განცხადებით, პროტესტის მიზეზი ერეკლე მეფეზე გაკეთებული დამამცირებელი განცხადებაა, რითიც კახელებს და სრულიად ქართველებს შეურაცხყოფა მიაყენეს.

დაპირისპირების შედეგად, თელავის ისტორიულ მუზეუმში დაგეგმილი საინფორმაციო შეხვედრა ჩაიშალა.
მოგვიანებით, სახალხო მოძრაობის წევრები მუზემიდან რამდენიმე ასეულ მეტრში მდებარე სკვერში შეიკრიბნენ და

ახალგაზრდებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა მაინც ჩაატარეს.
მათი განმარტებით, ქართული ოცნების მიერ დაგეგმილ კამპანიას ევროპულ კურსთან საერთო არაფერი აქვს.

მსგავსი პოსტები

Back to top button