ახალი ამბებიმნიშვნელოვანირეგიონი
„ქართული ოცნება“ მაჟორიტარობის კანდიდატ ირაკლი ქადაგიშვილს ლაგოდეხის მოსახლეობას აცნობს
ამ წუთებში, პარტია დემოკრატიული საქართველო-ქართული ოცნება მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, კახეთის გაერთიანებულ ახმეტა-თელავი-ყვარელი-ლაგოდეხის ოლქში, ირაკლი ქადაგიშვილს ლაგოდეხის ამომრჩეველს აცნობს.
დამსწრე საზოგადოებას თავდაპირველად პარტიის გენერალურმა მდივანმა, ქალაქ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მიმართა. შემდეგ კი პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ შინდისის გმირები გაიხსენა. იმავდროულად, პრემიერმა კახელი გლეხის დახმარებასა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში გადასაჭრელ პრობლემებზე მოკლედ ისაუბრა.
პრემიერმა ლაგოდეხში სასმელი წყლისა და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების აუცილებლობა აღნიშნა. თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კი შინდისის გმირები სახელობით ჩამოთვალა და კვლავ საქართველოს მესამე პრეზიდენტი – მიხეილ სააკაშვილი გააკრიტიკა.