მნიშვნელოვანისიახლეები

“ქართული ოცნება ყველაფერს აკეთებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე უარი გვითხრან”-ვაშაძე

“ქართული ოცნება ყველაფერს აკეთებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე უარი გვითხრან”- ასე გამოეხმაურა “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე, ბრიუსელის კვლევითი ორგანიზაციის CEPS- ის სტატიას საქართველოს შესახებ.

ვაშაძე ამბობს, რომ ” ქართულ ოცნებას” უკვე დაწყებული აქვს კამპანია, იმისთვის, რომ კანდიდატობაზე უარი ოპონენტებს და ევროპარლამენტარებს გადააბრალოს.
” ივანიშვილიდან დაწყებული, მათი ქმედებებით დამთავრებული, სტატიაში ყველაფერი გაანალიზებულია. ფორმალურად ავსებენ განაცხადს ერთი ხელით, მეორეთი გვარამიას დაკავება, მართლმსაჯულება, მედია, ადამიანის უფლებები, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ უარი გვითხრან. ოცნებამ უკვე დაიწყო კამპანია, რომ უარი გადააბრალოს ოპონენტებს, ევროპარლამენტარებს, ოპოზიციას. ჩვენ უნდა გამოვფხიზლდეთ, ჩავკიდოთ ერთმანეთს ხელი და ევროპას, ცივილიზებულ სამყაროს ხალხმა უნდა გააგონოს ხმა, რომ მთავრობის მიუხედავად, ჩვენ ვიმსახურებთ ევროპას. ევროპის კარი ღიაა და ჩვენ უნდა დავაკაკუნოთ.ძალით ვერავინ შეგვათრევს იქ. საქართველო არის ევროპა, ჩვენ ვართ ევროპა, საქართველოს სჭირდება ევროპა და ევროპას სჭირდება საქართველო”- განაცხადა ვაშაძემ.
საქართველოს ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებით, 20 მაისს,
ბრიუსელის კვლევითმა ორგანიზაციამ CEPS-მა, კრიტიკული სტატია გამოაქვეყნა.

ორგანიზაციის შეფასებით, მთავრობის ევროკავშირში წევრობის განაცხადი სიმბოლურია, სინამდვილეში მათ პროცესის წარუმატებლობის დაჩქარება სურთ.

ამავე სტატიის მიხედვით, საქართველოსთვის EU-ს კანდიდატობა ნაადრევია და ქვეყნის მთავარი პრობლემა, ოლიგარქი ივანიშვილია.

მსგავსი პოსტები

Back to top button