მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთის ქონება იყოს ჩამორთმეული და გადაეცეს რუსული აგრესიის მსხვერპლებს-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საერთაშორისო პარტნიორებს სთავაზობს მექანიზმს, რომელითაც რუსეთი უკრაინაში ომის შედეგად მიყენებულ ზარალს აანაზღაურებს. უკრაინის პრეზიდენტი საერთაშორისო პარტნიორებს სთავაზობს, ხელი მოაწერონ მრავალმხრივ შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს სხვა სახელმწიფოების ტერიტორიაზე რუსული სახსრებისა და ქონების კონფისკაციას, უკრაინაში ომის დროს რუსეთის ფედერაციის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით.

“მივმართავთ პარტნიორ ქვეყნებს ხელი მოაწერონ მრავალმხრივ შეთანხმებას და შექმნან მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც ყველა, ვინც დაზარალდა რუსეთის ქმედებებით, შეძლოს, მიიღოს კომპენსაცია ყველა დანაკარგისთვის”- ამის შესახებ ვოლოდიმირ ზეენსკიმ მორიი მიმართვისას განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ასეთი შეთანხმების თანახმად, რუსული კაპიტალი და ქონება, რომელიც ექცევა პარტნიორი ქვეყნების იურისდიქციაში, უნდა იყოს ჩამორთმეული ან გაყინული.

ზელენსკი აღნიშნავს, რომ შემდეგ კი უნდა მოხდეს კონფისკაცია და გადამისამართება სპეციალურად შექმნილ ფონდში, საიდანაც რუსული აგრესიის ყველა მსხვერპლს შეეძლება, მიიღოს შესაბამისი კომპენსაცია.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ეს სამართლიანი იქნება და რუსეთი იგრძნობს ყველა რაკეტის, ყოველი ბომბის, ყოველი ჭურვის ნამდვილ წონას, რომელიც მან უკრაინის მიმართულებით გაისროლა.

ეს იქნება სამართლიანი. და რუსეთი იგრძნობს ყველა რაკეტის, ყოველი ბომბის, ყოველი ჭურვის ნამდვილ წონას, რომელიც მან ჩვენკენ გაისროლა” – ამბობს ზელენსკი.

ევროკავშირი რუსეთის გაზზე დამოკიდებულებისგან სრულად გათავისუფლებას 2027 წლისთვის გეგმავს – ამის შესახებ ჟოზეფ ბორელმა განაცხადა. საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის თქმით, ევროკავშირის სანქციებით რუსეთმა ომი საკუთარ თავს გამოუცხადა.

“ჩემთვის დიდი შესაძლებლობაა შევხვდე ევროპული კავშირის განვითარების მინისტრებს. მადლობა მათ მთელ მსოფლიოში ლტოლვილების მხარდაჭერისთვის, ეს არის კოლოსალური კრიზისი, რომლის მაჩვენებელიც კიდევ უფრო გაიზრდება. ჩვენ უნდა ვებრძოლოთ რუსეთის დეზინფორმაციის მანქანას. ჩვენი სანქციებით რუსეთმა ფაქტიურად ომი საკუთარ თავს გამოუცხადა,”- განაცხადა ჟოზეფ ბორელმა.

კანადამ გამოაცხადა ახალი სანქციების შესახებ, რომლებიც დაუწესა რუსეთის 14 მოქალაქეს, მათ შორის ფორმულა 1-ის სარბოლო მანქანის მძღოლს, ნიკიტა მაზეპინს. კანადამ ასევე აკრძალა ფუფუნების გარკვეული საგნების რუსეთიდან იმპორტი და ექსპორტი იმის საპასუხოდ, რასაც მან უკრაინის წინააღმდეგ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის “გაგრძელებული აგრესია” უწოდა.

“ეს ახალი ზომები შეზღუდვებს უწესებს 14 პირს, მათ შორის რუს ოლიგარქებს, მათი ოჯახის წევრებს და პუტინის რეჟიმის ახლობლებს“, – ნათქვამია კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროს 20 მაისის განცხადებაში.
“ამ პირებმა უშუალოდ შეუწყვეს ხელი ვლადიმირ პუტინის უაზრო ომს უკრაინაში და პასუხისმგებელნი არიან უკრაინელი ხალხის ტკივილსა და ტანჯვაზე”, – ნათქვამია განცხადებაში.

მაზეპინი და მისი მილიარდერი მამა, პუტინის დიდი ხნის თანამოაზრე დმიტრი მაზეპინი, სანქცირებულთა სიის თავში არიან.
უკრაინაში მოსკოვის შეჭრის შემდეგ, ნიკიტა მაზეპინი და მამამისი, სარბოლო გუნდის ცნობილი სპონსორი, რომელსაც მჭიდრო კავშირები აქვს ვლადიმირ პუტინთან, გააძევეს ფორმულა 1-დან მაშინ, როცა მსოფლიოს სახელმწიფოებმა მათ ჩამოართვეს ოჯახის აქტივები, მათ შორის ვილა იტალიაში, რომელიც 110 მილიონ დოლარზე მეტადაა შეფასებული.

ახალ სიაში ასევე არიან ელენა ტიმჩენკო, მილიარდერი ოლიგარქის, გენადი ტიმჩენკოს ცოლი, ქსენია ფრანკი და ნატალია ბრაუნინგი, ტიმჩენკოს ქალიშვილი, ასევე ნავთობისა და გაზის მაგნატი ფარხად ახმედოვი და სხვები.

ახალი ზომები ასევე აკრძალვას აწესებს რუსული საქონლის იმპორტზე, ალკოჰოლური სასმელების, ზღვის პროდუქტებისა და არაინდუსტრიული ბრილიანტების ჩათვლით, ხოლო ექსპორტის აკრძალვა ეხება ფუფუნების ისეთ საქონელს, როგორებიცაა ფეხსაცმელი, ძვირადღირებული ტანსაცმელი და სამკაულები.

ვატიკანი მზად არის უკრაინასა და რუსეთს მოლაპარაკებებში დაეხმაროს, ეს იმ შემთხვევაში, თუ ორივე მხრიდან მოწვევა იქნება. ამის შესახებ წმინდა საყდრის საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

დიპლომატის თქმით კი, რომის პაპის უკრაინაში ვიზიტის დროა, სადაც მას მილიონობით ადგილობრივი ელოდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button