ქართული ოცნება ყველაზე ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებს 10 000 აშშ დოლარით დაეხმარება

ქართული ოცნების მთავრობა ოცნების საგარეო საქმეთა სამინისტროს ნებას რთავს, ყველაზე ნაკლებად განვითარებული ქვეყნებისა და მცირე კუნძულოვანი განვითარებადი სახელმწიფოების წარმომადგენლებს 10 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარით დაეხმაროს რომ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მუშაობაში მიიღონ მონაწილეობა.
როგორც განკარგულებაში ვკითხულობთ, გამოყოფილი თანხა გადაირიცხება “გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მუშაობაში მონაწილეობის მიღების უზრუნველყოფის მიზნით შექმნილ ნებაყოფლობით ფონდში” .
აღნიშნულ 21 მარტს გამოცემულ განკარგულებას ქართული ოცნების პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე ხელს აწერს.
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო (UNHRC) არის გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, რომლის მისიაა ხელი შეუწყოს და დაიცვას ადამიანის უფლებები მთელ მსოფლიოში.
ყველაზე ნაკლებად განვითარებული ქვეყნებისა და მცირე კუნძულოვანი განვითარებადი სახელმწიფოების ჯგუფში 44 ქვეყანაა: ავღანეთი, გვინეა, რუანდა, ანგოლა, გვინეა-ბისაუ, სენეგალი, ბანგლადეში, ჰაიტი, სიერა ლეონე, ბენინი, კირიბატი, სოლომონის კუნძულები, ბურკინა-ფასო, ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა, სომალი, ბურუნდი, ლესოტო, სამხრეთ სუდანი, კამბოჯა, ლიბერია, სუდანი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, მადაგასკარი, ტიმორ-ლესტე, ჩადი, მალავი, ტოგო, კომორის კუნძულები, მალი, ტუვალუ, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, მავრიტანია, ტანზანიის გაერთიანებული რესპუბლიკა, ჯიბუტი, მოზამბიკი, უგანდა, ერიტრეა, მიანმარი, იემენი, ეთიოპია, ნეპალი, ზამბია, გამბია, ნიგერი.