მნიშვნელოვანისიახლეები

„ქართული ოცნების“ გუნდმა შეძლო, საქართველო 12-წლიანი უწყვეტი მშვიდობით ეტარებინა-ივანიშვილი

"2011 წელს, ერისკაცმა პოლიტიკაში მოსვლის განცხადება გააკეთა, საკუთარი და ოჯახის წევრების უსაფრთხოება სასწორზე დადო, დაუპირისპირდა ბოროტებას, გააერთიანა საზოგადოება-ოცნება

ბოლო დრომდე ვცდილობდით ამ თემაზე საჯაროდ არ გვესაუბრა, რათა მოსახლეობა არ დაგვეთრგუნა, მაგრამ 2012 წლის პირველი ოქტომბრიდან მოყოლებული – დღემდე, საქართველოს და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ბეწვის ხიდზე უწევს სიარული, რათა გარე თუ შიდა მტრების მხრიდან მუდმივად რევოლუციების მოწყობისა და ქვეყნის არევის მცდელობის რეჟიმში, ქვეყანაში უწყვეტი მშვიდობა შევინარჩუნოთ და არ დავუშვათ ის, რაც ჩვენს მეზობელ უკრაინაში ხდება, ის, რაც 2008 წელს გამოვიარეთ. არ დავუშვათ, რომ ჩვენი ქალაქების, სოფლების და ჩვენი შვილების თავზე ცეცხლის წვიმა მოდიოდეს! – ამის შესახებ აღნიშნულია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში.

როგორც ბიძინა ივანიშვილი აღნიშნავს, „საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ამ ბეწვის ხიდზე სიარულისას, ბრძოლის მთავარი ხაზი გადიოდა ჩვენს დამოუკიდებლობაზე, მშვიდობაზე, თავისუფლებაზე, ჩვენი რწმენის, კულტურის, ისტორიის და იმ ღირებულებების დაცვაზე, რისთვისაც 2012 წლის 1 ოქტომბერს გავერთიანდით!“

მისივე თქმით, სწორედ „ქართული ოცნების“ გუნდმა შეძლო, საქართველო 12-წლიანი უწყვეტი მშვიდობით ეტარებინა.

„ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა შეძლო, რომ ამ ბეწვის ხიდზე საქართველო და ჩვენი მოსახლეობა გამარჯვებით, 12 წლიანი უწყვეტი მშვიდობით ეტარებინა, და ახლა, როცა ამ რთული გზის ბოლო მონაკვეთს გავდივართ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ ერთიანობის უპრეცედენტო მაგალითი და 26 ოქტომბრის არჩევნებზე ქუდზე-კაცი გამოვიდეთ, რათა ვერავინ ვერასდროს გაბედოს, რომ იოტისოდენა ეჭვი მაინც შეიტანოს „ქართული ოცნებისადმი“ საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერაში. ვერავინ შეიტანოს მცირეოდენი ეჭვი იმაში, რომ საქართველოს მოსახლეობა ირჩევს არა ომს – არამედ მშვიდობას; არა უცხო ქვეყნის აგენტებს, არამედ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველ გუნდს; არა ფსევდო-ლიბერალურ ღირებულებებს, არამედ ეროვნულობაზე, ოჯახზე, რწმენასა და დამოუკიდებლობაზე დაფუძნებულ ფასეულობებს; არა იმ კატეგორიულად მიუღებელ მოცემულობას, რაც რადიკალურ ოპოზიციას და უცხოელ აქტორებს ევროპულობად სურთ რომ გაასაღონ, არამედ ჩვენი ქვეყნის ღირსეულ ევროპულ მომავალს!“-წერია განცხადებაში.

“2011 წელს, ერისკაცმა პოლიტიკაში მოსვლის განცხადება გააკეთა, საკუთარი და ოჯახის წევრების უსაფრთხოება სასწორზე დადო, დაუპირისპირდა ბოროტებას, გააერთიანა საზოგადოება და ერთ წელიწადში, 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე გამარჯვებით გადაარჩინა საქართველო და ქართველი ხალხი”, – წერს სოციალურ ქსელში “ქართული ოცნების” რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი დღესაც იბრძვის მის გუნდთან ერთად, საქართველოს გადასარჩენად და ჩვენი მომავალი თაობებისთვის ღირსეული ქართული მომავლის შექმნისათვის. მან დღესაც, საფრთხის წინაშე დააყენა საკუთარი თავი და ოჯახი, რომ საქართველოში მშვიდობა შეინარჩუნოს.

“ქართული ოცნების ჯარისკაცებო, ნამდვილებო, გილოცავთ თავისუფლების დაბრუნების დღეს 12 წელი გავიდა, რაც ერისკაცის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან არჩევნებში გავიმარჯვეთ და გადარჩა საქართველო! ტერორს, რომელსაც ნაც.რეჟიმი საკუთარ მოსახლეობას უწყობდა, წარსულს ჩაბარდა! ქუჩებში ახალგაზრდების დემონსტრაციული მკვლელობები, წამება, გაუპატიურებები ციხეებში და პოლიციის შენობებში, ნაც.ჯალათი ხელისუფლებისთვის ჩვეულებრივი სტანდარტი იყო! ყველასთვის ცნობილი იყო ნაცების სისხლიანი მმართველობა, მაგრამ ტოტალური შიშის დამთესთა წინააღმდეგ, მაშინდელი ოპოზიცია უძლური იყო, არ არსებობდა ლიდერი, რომელიც ხალხის გაერთიანებას მოახერხებდა! ოჯახის წევრები საკუთარ სახლში ყურთან ჩურჩულით საუბრობდნენ, მანიაკ სააკაშვილზე კრიტიკა მრავალწლიანი ციხით ან მკვლელობითაც ისჯებოდა! 2011 წელს, ერისკაცმა პოლიტიკაში მოსვლის განცხადება გააკეთა, საკუთარი და ოჯახის წევრების უსაფრთხოება სასწორზე დადო, დაუპირისპირდა ბოროტებას, გააერთიანა საზოგადოება და ერთ წელიწადში, 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე გამარჯვებით გადაარჩინა საქართველო და ქართველი ხალხი! დღესაც, ბატონი ბიძინა იბრძვის, მის გუნდთან ერთად, საქართველოს გადასარჩენად და ჩვენი მომავალი თაობებისთვის ღირსეული ქართული მომავლის შექმნისათვის! დღესაც, საფრთხის წინაშე დააყენა საკუთარი თავი და ოჯახი, რომ საქართველოში მშვიდობა შეინარჩუნოს! გუნდი რომელიც ერისკაცმა შექმნა, ორიენტირებულია საქართველოს მოსახლეობის ინტერესების დაცვაზე, კეთილდღეობაზე, ჩვენი წინაპრების პატივისცემაზე, მომავალი თაობების ზრუნვაზე, ეკლესიის და ქართული სულის გაძლიერებაზე! მიხარია და ვამაყობ, რომ ვარ ქართული ოცნების დიდი ოჯახის წევრი! ვიცი და მწამს რომ ერისკაცის, ბიძინა ივანიშვილის წინამძღოლობით საქართველო ერთიანი და ძლიერი სახელმწიფო გახდება! თუ 2012 წლის 1 ოქტომბერი იყო თავისუფლების დაბრუნების დღე, 26 ოქტომბერი იქნება საქართველოს დაცვის და მშვიდობის შენარჩუნების დღე!“- წერს დიმიტრი სამხარაძე.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან და არჩევნებში მისი გამარჯვებიდან 12 წელი გავიდა. აღნიშნული თარიღი დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს თანაპარტიელებს და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს მიულოცა.

კახა კალაძის თქმით, 12 წლის შემდეგას მის პარტიას არნახული მხარდაჭერა აქვს.

„დღეს პირველი ოქტომბერია. მინდა, დღევანდელი დღე მივულოცო „ქართული ოცნების“ თითოეულ წევრს, პარტიის გულშემატკივარს, ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც 2012 წლის პირველი ოქტომბერი ასოცირდება ქვეყნის გამარჯვებასთან, თავისუფლებასთან. მართლაც, ურთულესი და უმძიმესი პერიოდი გამოვიარეთ. 12 წლის წინ, ბიძინა ივანიშვილმა საქართველო გააერთიანა, დარაზმა და მტკიცე უარი უთხრა სიცრუეს, ბოროტებას. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად უარი უთხრა ე.წ. დემოკრატიის შუქურას, რომლის სტატუსსაც გარე აქტორები თავს ახვევდნენ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, თუმცა რა იდგა ამის უკან, რამხელა ბოროტება, რამხელა სიძულვილი და სისხლიანი რეჟიმი, ეს საზოგადოებამ კარგად იცის. 12 წლის შემდეგ „ქართულ ოცნებას“ აქვს არნახული მხარდაჭერა. მე ვიტყოდი, რომ ასეთი მხარდაჭერა „ქართულ ოცნებას“ მოსახლეობის მხრიდან 2012 წლის შემდგომ არ ჰქონია, რადგან საზოგადოება ჯერ კიდევ ხედავს საფრთხეს, გამოწვევებს და სირთულეებს, რომელიც არსებობს და ერთადერთი ძალა არის „ქართული ოცნება“, რომელსაც რეალურად შეუძლია, დაიცვას ქვეყნის ინტერესები, შეინარჩუნოს მშვიდობა და ქვეყანა განავითაროს ეკონომიკურად“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ დღეს გავრცელებული წერილიც შეაფასა

„ვეთანხმები ბატონ ბიძინას იმაში, რომ არ არსებობს სფერო და დარგი, სადაც ჩვენ არ გვაქვს გაუმჯობესება, წინ გადადგმული ნაბიჯები და ყველა საერთაშორისო მონაცემებით, ვინც სწორად აფასებს და ხედავს დღევანდელ მოცემულობას ქვეყანაში, თუ როგორი მდგომარეობა გვაქვს, თუნდაც სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების კუთხით, რომელიც ფეხქვეშ იყო გათელილი იმ ე.წ. დემოკრატიის შუქურის წარმომადგენლების მხრიდან, რა ხდებოდა ბიზნესის მიმართ, როგორ ძარცვავდნენ და აუბედურებდნენ, რა ხდებოდა ქუჩებში, როგორ კლავდნენ ახალგაზრდებს, როგორი ტერორი და ზეწოლა იყო განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ. ყველა მიმართულებით, თუნდაც ევროინტეგრაციის გზაზე, ნახეთ, შეადარეთ 2012 წლამდე პერიოდი და 2012 წლის შემდგომ გადადგმული ნაბიჯები. ყველა წარმატება, რომელსაც ქვეყანამ მიაღწია, ასოცირდება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან. ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ამ პრაგმატულ პოლიტიკას. მთავარი ისევ და ისევ ქვეყნის ინტერესია, შევინარჩუნოთ მშვიდობა, არ გვინდა ეს ომი, რადგან მას აქვს უმძიმესი შედეგები. დღესაც ვერ მოგვიშუშებია ის ჭრილობები, რომელიც მივიღეთ 2008 წელს – უამრავი დევნილი, დაკარგული ტერიტორიები, რომელიც დღესაც ოკუპირებულია, დაღუპული გმირი ჯარისკაცები, მშვიდობიანი მოსახლეობა, მძიმეა ეს ყველაფერი. ნახეთ, უკრაინაში რა ხდება, მტერს არ ვუსურვებ. უამრავი მეგობარი მყავს უკრაინაში, ვერ წარმოიდგინეთ რა მდგომარეობაა, რა სიმძიმისაა ეს ყველაფერი, განადგურებული ქალაქები, გადამწვარი სოფლები, ლტოლვილი მოსახლეობა, უამრავი დაღუპული ახალგაზრდა გოგო-ბიჭი, პატარა ბავშვები, წარმოუდგენელია ეს. არ გვინდა ომი, გვინდა მშვიდობა, განვითარება და წინსვლა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button