მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

“რუსეთი არ გაიყვანს ჯარებს აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან და არ განიხილავს საქართველოსთვის მათ დაბრუნებას “-ზატულინი

რუსეთის სახელმწიფო დუმის დსთ-ს, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე კონსტანტინ ზატულინი რუსულ საინფორმაციო სააგენტო НСН-ს ეუბნება, რომ რუსეთი არ გაიყვანს ჯარებს ოკუპირებული აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან და არ განიხილავს საქართველოსთვის მათ დაბრუნებას.
ზატულინის თქმით, რომელიც დსთ-ს, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა, ლავროვის სიტყვები სხვაგვარად არ უნდა გავიგოთ.

მანამდე საქართველოს ხელისუფლებამ დადებითად შეაფასა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადება რუსეთის მზაობაზე, დაეხმაროს თბილისს “მეზობლებთან”, “აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან”, დაახლოებაში. პარტია “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ „განცხადების პარალელურად უნდა გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები“ და „იქნება ძალიან მნიშვნელოვანი – თუნდაც დავიწყოთ ლაპარაკი სამოქმედო გეგმის შექმნაზე, რომ მოხდეს დეოკუპაცია, ჯარების გაყვანა“. „დაახლოება განა რუსული ჯარების გაყვანას გულისხმობს? ჩვენ შეთანხმებები გვაქვს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან უსაფრთხოების საკითხებზე, სამხედრო საკითხებზე და ა.შ. არავინ განიხილავს ამ საკითხს. ლავროვმა თქვა ის, რაც თქვა. მას ჯარების გაყვანა არ უგულისხმია“, – განაცხადა ზატულინმა კალაძის სიტყვების კომენტირებისას.

ზატულინი მიიჩნევს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთსა და საქართველოში უნდა „აღიარონ რეალობა, ჩამოაყალიბონ გარკვეული რეალური ურთიერთქმედების ფორმები სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ფარგლებში“. „ლავროვის სიტყვები არ უნდა იქნეს გაგებული, როგორც რუსეთის დაინტერესება იმაში, რომ სამხრეთი ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნდნენ, ამ საკითხმა დიდი ხანია ჩაიარა. თუ ისინი ერთმანეთში დაიწყებენ ეკონომიკური და საქმიანი ურთიერთობების დალაგებას, ეს ყოველთვის დადებითია“, – ამბობს ზატულინი.

,,მოსკოვი მზადაა, საქართველოს “მეზობელ ქვეყნებთან” – აფხაზეთთან და “სამხრეთ ოსეთთან” ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში დაეხმაროს,,-ლავროვი

ლავროვის განცხადებას ხელისუფლება პოზიტიურად აფასებს


28 სექტემბერს რუსეთს საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თქვა, რომ მოსკოვი მზადაა, საქართველოს “მეზობელ ქვეყნებთან” – აფხაზეთთან და “სამხრეთ ოსეთთან” ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში დაეხმაროს, “თუკი თავად ქვეყნები დაინტერესდებიან, მათ შორის, თავდაუსხმელობის შეთანხმების უზრუნველყოფის კუთხით”.

მეორე დღეს კახა კალაძე ლავროვის ამ განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ “ხელისუფლება ამას პოზიტიურად აფასებს”. კალაძემ აღნიშნა, რომ “მოელის, რომ რუსეთი ქმედით ნაბიჯებს გადადგამს”.

შეგახსენებთ, ლავროვმა გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის შემდეგ კონფერენციაზე “ქართული ოცნება” კიდევ ერთხელ შეაქო და ოკუპირებული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს “მეზობელ ქვეყნებად” მოიხსენია. მან თქვა, რომ მოსკოვი მზადაა “ქვეყნებს ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში დაეხმაროს”. ოკუპანტის ამ განცხადებას ორჯერ უწოდა “პოზიტიური” თბილისის მერმა კალაძემ.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის სანუკვარი ქართული ოცნება საქართველოსთვის-მაჭარაშვილი ლავროვის განცხადებაზე

მსგავსი პოსტები

Back to top button