ქართული ოცნების პარლამენტში ინიცირებული FARA-ს კანონით რეჟიმი თავისუფლების ჩახშობას ცდილობს-100-ზე მეტი მედია ორგანიზაცია

100-ზე მეტი სამოქალაქო და მედია ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ქართული ოცნების მიერ არალეგიტიმურ პარლამენტში ინიცირებული FARA-ს კანონით ივანიშვილის რეჟიმი თავისუფლების ნებისმიერი გამოვლინების ჩახშობას ცდილობს.
ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ ამერიკაში მოქმედი კანონი დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და თავისუფალი მედიის საქმიანობას არ უპირისპირდება, ივანიშვილის არალეგიტიმურ ხელისუფლებას კი სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ მიღებული რუსული კანონის გადაფუთვა სურს.
“ივანიშვილის არალეგიტიმური პარლამენტის თითოეული აქტი, რომელიც ხალხის თავისუფლებას ზღუდავს, ანტიქართული და ანტიკონსტიტუციურია. ვერაღსრულებული რუსული კანონის გამკაცრება, რათა მოქალაქეები სისხლისსამართლებრივი დევნით დააშინონ, ასევე ანტიქართული და ანტიკონსტიტუციურია.
ჩვენ ჯერ კიდევ 2023 წელს ვაცხადებდით, რომ რუსული კანონის მიღების შემდეგ იგი პერიოდულად გამკაცრდებოდა, შეეხებოდა ყველა მოქალაქეს და მნიშვნელოვნად შეზღუდავდა მათ უფლებებს – ისევე, როგორც ეს რუსეთსა და სხვა ავტორიტარულ რეჟიმებში მოხდა. ამ კანონის ინიცირება და მიღება ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილებას და საქართველოს კონსტიტუციის ღალატს ნიშნავდა, რაც ივანიშვილის პრემიერ-მინისტრმა 2024 წლის 28 ნოემბრის განცხადებითაც დაადასტურა.
ივანიშვილის ხელისუფლება ირწმუნება, რომ აშშ-ში 1938 წელს მიღებული “ფარა”-ს პირდაპირ თარგმანს აინიცირებს. აშშ-ში მოქმედი “ფარა” დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიმზაციებისა და თავისუფალი მედიის საქმიანობას არ უპირისპირდება, ივანიშვილის არალეგიტიმურ ხელისუფლებას კი სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ მიღებული რუსული კანონის გადაფუთვა სურს.
ივანიშვილის რეჟიმი ცდილობს თავისუფლების ნებისმიერი გამოვლინების ჩახშობას. 50-ზე მეტი ადამიანის პოლიტიკური ნიშნით დაკავების, დარბევების, რეპრესიების შემდეგ, მათ სურთ დაუცველი დატოვონ ძალადობის მსხვერპლი ბავშვები და ქალები, შეუწყდეთ დაფინანსება მეცნიერებს, ახალგაზრდებს, სოციალურად დაუცველ ოჯახებს, არ ისმოდეს რეგიონების, მუშების, დევნილი და საკუთარი უფლებებისთვის მებრძოლი ადამიანების ხმა.
უკვე მესამე წელია, ქართული სამოქალაქო საზოგადოება ივანიშვილს მკაფიოდ ვეუბნებით, რომ რუსული კანონებით ცხოვრებას და საქმიანობას არ ვაპირებთ. რუსული კანონი, მისი არც ერთი ფორმით, არასოდეს იქნება საქართველოს არჩევანი.
შესაბამისად, ხელმომწერი ქართული დამოუკიდებელი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები ვრჩებით საქართველოს კონსტიტუციისა და საკუთარი მისიის ერთგული – ვემსახურებით ქართველ ხალხს”- ნათქვამია განცხადებაში.
დოკუმენტს ხელს აწერენ:
ადამიანის უფლებათა და სოციალური სამართლიანობის ცენტრი
ადამიანის უფლებათა ცენტრი
ალტერნატივა ჯორჯია
ასოციაცია “სოციალური ქოლგა”
ასოციაცია “ქალები რეგიონების განვითარებისათვის “
ახალგაზრდები დემოკრატიული ცვლილებებისთვის
ახალი ამბების სააგენტო ექსპრესნიუსი
ბავშვთა მენტალური ჯანმრთელობის საქართველოს ასოციაცია
ბათუმელები
განათლების პოლიტიკის, დაგეგმვის და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტი
გარემოსდაცვითი სათემო ორგანიზაცია ეკო
გორელ ფოტოგრაფთა კლუბი
გორის სათემო რადიო მოზაიკა
დაქალი
დემოკრატ მესხთა კავშირი
დემოკრატია მოქმედებაში
დემოკრატიის ინსტიტუტი
დემოკრატიის კვლევის ცენტრი
დემოკრატიის მცველები
ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI)
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი
თანამშრომლობა რეგიონის მდგრადი განვითარებისთვის
თანასწორობის მოძრაობა
თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი (Human Rights House Tbilisi)
თემი ქედელი
ინტერნიუსი – საქართველო
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
კანონის უზენაესობის ცენტრი
კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი (Kakheti Regional Development Foundation)
კინოხელოვნების ცენტრი პრომეთე
ლომეკი
მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოება
მედიაომბუდსმენი
მედიის განვითარების ფონდი
მთის თემი
ნეოგენი
ნეტგაზეთი
ოზურგეთის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი
ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ – FAD
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის
პრევენცია პროგრესისთვის
პროაქტივ ჯგუფი საქართველო
პროექტი 64
პროფესიო – პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრი
პუბლიკა
რეალური ხალხი, რეალური ხედვა
რიქდოგი
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო
სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი თაობათა დიალოგი
სამოქალაქო იდეა
სამოქალაქო კავშირი
სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის
სამოქალაქო საზოგადოების ფონდი
სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი
საორსა
საფარი
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი
საქართველოს ევროპული ორბიტა
საქართველოს მომავლის აკადემია
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
საქართველოს რეგიონული გაძლიერების ფონდი (Sakartvelo Regional Empowerment Foundation)
საქართველოს რეფორმების ასოციაცია – GRASS
საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია (ACSDG)
საქართველოს სასამართლოს გუშაგი
საქართველოს ფსიქოსოციალური დახმარების ასოციაცია ნდობა
საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოება
სილიდარობის მოძრაობა
სოციალური სამართლიანობის ცენტრი
სოციოლოგიური ცენტრი “BCG-Research”
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
უფლებები საქართველო
ფემინა
ფენიქსი 2009
ქალები საქართველოდან
ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი
ქალთა ფონდი საქართველოში
ქალი და განვითარება
ქართული მედია ჯგუფი (GMG)
ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია “ქალი და სამყარო”
ყვარლის ევროკლუბი
შშმ ქალთა ალიანსი
ჩემი ხარაგაული
ციხის საერთაშორისო რეფორმა
ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი
წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი -GCRT
წერტილი
მწვანე ალტერნატივა
ჯემნიუსი
ჰაბიტატი თანასწორობის მიღწევების და განვითარებისთვის
Caucasus Dialogue
CENN
EECMD
Grlzwave
NEO TV
OC Media
Tbilisi Pride
WECF Georgia
West Vector Production
დემოკრატიული ინიციტივა
დოკუმენტური კინო ასოციაცია.
კავშირ “საფარის” ხელმძღვანელმა, ბაია პატარაიამ, არასამთავროების ორგანიზაციების მიერ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომ თუ “ქართული ოცნების” მიერ ინიცირებული კანონი მედიაორგანიზაციებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებზეც გავრცელდება, მაშინ ის “შეფუთული რუსული კანონი იქნება”.
“აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ ამერიკა არის პრეცედენტული საქმეების და სამართლის ქვეყანა, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონების დანერგვაში და განმარტებაში სასამართლოს ძალიან დიდი როლი აქვს. ასევე, უნდა გვახსოვდეს, რომ ამერიკაში სასამართლო ამ კანონს [“ფარას”] არ ავრცელებს მედია ორგანიზაციებზე და არასამთავრობო ორგანიზაციებზე, ხოლო ივანიშვილის “ფარა”, რომელიც იტყუება, რომ ამერიკული კანონია, რეალურად თავის განმარტებით ბარათში ახსენებს სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციებს. ვერ აღასრულა რა რუსული კანონი, ის ცდილობს, რომ ცხვრის ფორმაში გადაფუთოს მგელი და ისე შემოგვთავაზოს, თითქოს ეს კანონი [“ფარა”] არის ამერიკული. ძალიან მალე ყველა გაიგებს, ეს კანონი რეალურად ივანიშვილის “ფარაა”, თუ ამერიკული “ფარაა”. თუ მისი გამოყენება დაიწყო არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ, მაშინ ჩვენ გვაქვს უბრალოდ შეფუთული რუსული კანონი“, – განაცხადა ბაია პატარაიამ.
არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ნათქვამია, რომ ამერიკაში მოქმედი “ფარა” არ უპირისპირდება “ენჯეოებსა” და მედიას, საქართველოს ხელისუფლებას კი, მათივე განცხადებით, რუსული კანონის გადაფუთვა სურს.
განცხადებას ხელს აწერს 100-ზე მეტი ორგანიზაცია, სადაც ამბობენ, რომ არ აპირებენ “ქართული ოცნების” მიერ მიღებული კანონებით საქმიანობას.
პასუხად, პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ინიცირებულ კანონპროექტში სიტყვასიტყვით არის გადმოწერილი ამერიკული კანონი.
სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა – “დათბა დღეს. ახალმა დავალებამაც არ დააყოვნა და გამოეფინა აგენტურა – “ფარაც” რუსული კანონიაო. ახლა აღარ მოგწონთ ამერიკული სამართალი?! არ იქნება სამართალი? არ იქნება მშვიდობა!”, – წერს მამუკა მდინარაძე.
„ქართული ოცნების“ პარლამენტმა „FARA-ს ასლი“ პირველი მოსმენით 4 მარტს, მეორე მოსმენით კი 18 მარტს მიიღო.
არჩილ გორდულაძემ, სადავო პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, პარლამენტის სხდომაზე კანონპროექტის პირველი მოსმენით წარდგენისას განაცხადა:
„[კანონპროექტის] მიზანია, გამჭვირვალე გახდეს უცხოური პრინციპალისგან, უცხო ძალისგან ნებისმიერი ჩარიცხული თანხა, გადახდილი თანხების შესაბამისად დაფინანსებული მოქმედებები, პროგრამები და განხორციელებული საქმიანობა“.
კანონის სამიზნეები აცხადებენ, რომ ამერიკული ვერსიიდან თარგმნილი FARA, სამართლიან გარემოში, ვერც არასამთავრობო ორგანიზაციებს შეეხებოდა და ვერც მედიაორგანიზაციებს, მაგრამ საქართველოში ყველაფერს მოელიან – სამოქალაქო სექტორის მიმართ ანტაგონისტური დამოკიდებულებებისა და „მიტაცებული სასამართლოს” პირობებში.