მნიშვნელოვანისიახლეები

“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში გაფართოებული სხდომა საყოველთაო სახალხო შეკრების საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით ჩატარდება

კვირას, 28 აპრილს, 15:00 საათზე თბილისში, ერეკლე II-ის მოედანზე „ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა დაინიშნა.

პარტიის პრესცენტის ცნობით, სხდომა იმართება „საყოველთაო სახალხო შეკრების საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით“.

ორშაბათს 29 აპრილს, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ თბილისში „აგენტების კანონის“ მხარდამჭერი აქციის ჩატარებას გეგმავს.

ტელეკომპანია „იმედმა“ გაავრცელა ცნობა, რომ 29 აპრილის შეკრებას დაესწრება „ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.

იმავე დღეს, დილის 9 საათზე, პარლამენტში დაგეგმილია „აგენტების კანონის“ მეორე საკომიტეტო მოსმენა.

პლენარულ სესიაზე მეორე მოსმენით გატანის თარიღი დაზუსტებული ჯერ არ არის.

შეგახსენებთ, რომ 29 აპრილს “ოცნება” რუსული კანონის მხარდამჭერ აქციას მართავს. ამავე დღეს მათ ჩანიშნეს რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა და ბიუროს სხდომა.

მსგავსი პოსტები

Back to top button