მნიშვნელოვანისიახლეები

ქვეყანაში გამოვლინდა ინფიცირების 14 405 შემთხვევა

420 მილიონს გადააჭარბა კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა მსოფლიოში

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 48 595 კვლევა ტესტით, მათ შორის 30 616 კვლევა ანტიგენის ტესტით და 17 979 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 14 405 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 526 205.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 24 409 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 348 581.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 42 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 771 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 14 405 ახალი შემთხვევიდან:

📌თბილისში გამოვლენილია 7 040 შემთხვევა

📌აჭარა – 825

📌იმერეთი – 2 014

📌ქვემო ქართლი – 734

📌შიდა ქართლი – 841

📌გურია – 565

📌სამეგრელო – ზემო სვანეთი – 902

📌კახეთი – 948

📌მცხეთა-მთიანეთი – 261

📌სამცხე-ჯავახეთი – 199

📌რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 76.

მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, შესაძლოა, მაღალი ინფიცირების მაჩვენებელმა მკვეთრი კლება დაიწყოს.
ეპიდემიოლოგების განმარტებით, “ომიკრონი” მსუბუქი მიმდინარეობით ხასიათდება, თუმცა ისევე როგორც “დელტას” ან კოვიდის სხვა მუტაციების შემთხვევაში იყო, მაინც იწვევს გართულებებს და ლეტალობას.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორი, ეპიდემიოლოგი, ოთარ ჩოკოშვილი განსაკუთრებულ ყურადღებას პედიატრიულ ასაკზე ამახვილებს. მისი თქმით, “ომიკრონის” შტამი ბავშვებში საკმაოდ რთულად მიმდინარეობს.

ეპიდემიოლოგების ხმა

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, ტესტირებით აღრიცხულია 1 526 205 შემთხვევა. COVID-19-ით გარდაცვლილია 15 771 ადამიანი.

420 მილიონს გადააჭარბა კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა მსოფლიოში. 20 მარტიდან გერმანიაში COVID-19-თან დაკავშირებული შეზღუდვების უმრავლესობა მოიხსნება.

ინფიცირების დღიური მონაცემების კლების გამო რეგულაციების შემსუბუქება დააანონსა პორტუგალიამაც. თუმცა კვლავ სავალდებულო დარჩება პირბადეების შიდა სივრცეებში ტარება, ასევე ქვეყანაში შესვლისთვის ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა.

მსგავსი პოსტები

Back to top button