“ქართველები სამშობლოში დაბრუნებას არ ითხოვენ”

საბერძნეთში არსებული კრიზისის გამო სამშობლოში დაბრუნებასთან დაკავშირებით საბერძნეთში საქართველოს საელჩოსთვის არც ერთ მოქალაქეს არ მიუმართავს. ამის შესახებ საქართველოს ელჩმა საბერძნეთში იოსებ ნანობაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, 29 ივნისიდან, რაც საბერძნეთში კრიზისული კვირა დაიწყო, საქართველოს საელჩომ და საკონსულომ ორ წყებად შემოიღო გარკვეული ღონისძიებები.

კერძოდ, ვინაიდან ბანკები დაიხურა და საქართველოს მოქალაქეებს არ ჰქონდათ წვდომა საბანკო ანგარიშებზე, საკონსულო მომსახურების გაწევა ხდებოდა ნაღდი ანგარიშსწორებით, მეორე ეტაპზე კი, უფასო გახდა ის მომსახურებები, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ქართველი ემიგრანტებისთვის.

მსგავსი პოსტები

Back to top button