ქართველებმა 18 ოქრო მოიპოვეს
მიმდინარე წლის 14-17 მაისს, უკრაინის ქალაქ ლუცკში, ჩატარდა “მსოფლიო, 25-ე საიუბილეო ჩემპიონატი – ძალისმიერი სპორტის სახეობებში”, რომელშიც მონაწილეობა მიიღო “საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ძალისმიერ სპორტში როგორც ვაჟთა და ქალთა შორის”, ასევე “18 – წლამდე ნაკრებმა ძალისმიერ სპორტში”.
ორივე ნაკრებს ირაკლი ცხოვრებაშვილი ხელმძღვანელობს. მათ საქართველოს 18 ოქროს, 4 ვერცხლის, 3 ბრინჯაოს მედლები, გუნდური – მე- 2-ე ადგილი და მრავალი სხვა მნიშველოვანი გამარჯვება მოუპოვეს. ნაკრებები სულ 23 წევრის შემადგენლობით წარსდგა, რაც საქართველოს ძალისმიერი სპორტის ისტორიაში პირველია და სენსაციურ მოვლენას წარმოადგენს.
ძალისმიერი სპორტის საქართველოს ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების შედეგები:
17 მაისი 2015 წელი. ქალაქი ლუცკი, უკრაინა
ღია ასაკობრივი კატეგორია ანუ პროფისიონალთა ნაკრები:
1. ირაკლი ცხოვრებაშვილი 1 ოქრო, 1 ვერცხლი;
2. ვალიტა გორელჩანიკი 2 ოქრო;
3. გიორგი გოგოლიძე 1 ოქრო;
4. გივი მარგველაშვილი 2 ოქრო;
5. გულუა დავითი 1 ვერცხლი;
6. გორგოძე ლევანი 1 ბრინჯაო;
7. აკაკი ჯგუბურია 1 ოქრო;
8. ირაკლი ჭანტურია 1 ოქრო, 1 ვერცხლი;
9. ამერან დოღონაძე 1 ბრინჯაო;
10. ზურაბ ჩხეტიანი 1 ბრინჯაო;
11. ვასილ ასლანიშვილი 1 ვერცხლი;
12. ბალახაძე ლევანი (მოზარდები) 1 ოქრო;
13. ჩხვიმიანი აკაკი ( მოზარდები) 1 ოქრო;
14. ჩაჩანიძე კახა (მოზარდები) 1 ოქრო;
15. კავლელაშვილი შოთა (მოზარდები) 1 ოქრო;
16. ანდიაშვილი ვანო (მოზარდები) 1 ოქრო;
17. ჯიმშერ ჭელიძე (საბმასტერი) 1 ოქრო;
18. შენგელია აკაკი (საბმასტერი) 1 ოქრო;
19. ელგუჯა კობერიძე ( იუნიორი) 1 ოქრო;
20. ჭაბუკა ჭიღლაძე (იუნიორი) 1 ოქრო;
21. გიორგი ბეროშვილი 1 ოქრო.
სულ: 18 ოქრო, 4 ვერცხლი, 3 ბრინჯაო და გუნდური მეორე ადგილი (პირველ ადგილზე გავიდა უკრაინის ნაკრები, ხოლო მესამეზე – პოლონეთი).