მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ქართველებმა და უკრაინელებმა რუსეთის აგრესიით გამოწვეულ უამრავ ტანჯვას გაუძლეს-უკრაინის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის მადლობას უხდის თანადგომისთვის

ჰოლოდომორის ხსოვნის დღეს უკრაინასთან სოლიდარობას გამოვხატავ, 90 წლის შემდეგ, მჩაგვრელი პრაქტიკებისადმი წინააღმდეგობა ჩვენ საერთო მოვალეობად რჩება. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.

“ჰოლოდომორის ხსოვნის დღეს უკრაინასთან სოლიდარობას გამოვხატავ, ჩვენ პატივს ვცემთ საბჭოთა რეჟიმის ტერორის მსხვერპლს.

90 წლის შემდეგ, მჩაგვრელი პრაქტიკებისადმი წინააღმდეგობა ჩვენ საერთო მოვალეობად რჩება, რათა უზრუნველვყოთ, რომ ისტორია არ განმეორდეს”, – წერს ზურაბიშვილი.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილის პოსტს პასუხობს და მას მადლობას უხდის ჰოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს თანადგომისთვის. ზელენსკი წერს, რომ ქართველებმა და უკრაინელებმა რუსეთის აგრესიით გამოწვეულ უამრავ ტანჯვას გაუძლეს.

“ჰოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს უკრაინის მიმართ თქვენს სოლიდარობას ვაფასებ. ჩვენმა ერებმა მოსკოვის აგრესიული პოლიტიკით გამოწვეულ ბევრ ტანჯვას გაუძლეს. ჩვენ გვჭირდება ერთმანეთის მხარდაჭერა, რათა ჩვენი თავისუფლება და ჩვენი ხალხი დავიცვათ”, – წერს ზელენსკი.

ჰოლოდომორი – მასობრივი შიმშილი უკრაინაში გამოიწვია საბჭოთა ხელისუფლების პოლიტიკამ, რომლის თანახმად, უკრაინელ გლეხობას ჩამოართვეს ყოველგვარი სასურსათო დანაზოგი.
შედეგად, სულ მცირე, ხუთი მილიონი ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილთა ზუსტი რიცხვი უცნობია.
2006 წელს უკრაინამ ჰოლოდომორი გენოციდად აღიარა.
2023 წლის 12 ოქტომბერს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) ჰოლოდომორი – 1932–33 წლების მასობრივი შიმშილობა, – აღიარა გენოციდად და ასევე დაგმო რუსეთის მიერ ახლად ჩადენილი დანაშაულები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ.

მსგავსი პოსტები

Back to top button