მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ჰამასმა გუშინ 13 ისრაელელი და 4 ტაილანდელი მძევალი გაათავისუფლა ისრაელმა – 39 პალესტინელი პატიმარი.

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ინფორმაციით, “ჰამასის” მიერ გათავისუფლებული მძევლები წითელმა ჯვარმა ჯერ ეგვიპტეში გადაიყვანა, შემდეგ კი ისინი ისრაელში დაბრუნდნენ. ამ დროისთვის ისინი ისრაელის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არიან.

როგორც BBC წერს, ​მძევლებიდან 13 ისრაელელი, ხოლო 4 ტაილანდის მოქალაქეა.გათავისუფლებულ ისრაელელებს შორის უმრავლესობა – 8 ადამიანი – ბავშვია.
IDF-ში განაცხადეს, რომ მძევლების ოჯახები უკვე ინფორმირებული არიან მათ გათავისუფლების შესახებ. ისრაელის ქალაქ რამათ-განში მდებარე შებას სამედიცინო ცენტრის დირექტორის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ გათავისუფლებულ პირებს მძევლობაში გატარებული დრო ეტყობათ, არც ერთ მათანს სასწრაფო სამედიცინო დახმარება არ დასჭირვებია. ამასთან, ისრაელის მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მძევლების მესამე ჯგუფი დღეს გათავისუფლდება.

24 ნოემბერს, ღაზაში მძევლების გათავისუფლების პირველი რაუნდი შედგა. ჰამასმა 24 მძევალი გაათავისუფლა, მათ შორის 13 ისრაელის, 10 ტაილანდის, 1 კი ფილიპინების მოქალაქეა.
თავის მხრივ, ისრაელმა საკუთარი საპატიმროდან 39 პალესტინელი დაკავებული გაათავისუფლა ექვსი ქალი და 33 მოზარდი ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია.

ეს ტყვეების გაცვლის მეორე დღეა ოთხი დღის განმავლობაში. შეთანხმების მიხედვით, ისრაელი 150 პალესტინელ დაკავებულს 50 ისრაელელ ტყვეზე გაცვლის.

“მძევლების დაბრუნება ჩვენი მორალური ვალდებულებაა. მტკიცედ გადავწყვიტეთ, გამოვიყენოთ ყველა გზა ამ მოვალეობის შესასრულებლად. პროგრესის შესახებ ვაცნობებთ ოჯახებს და საზოგადოებას როგორც კი ეს შესაძლებელი იქნება.. მივმართავ მძევლების ოჯახის წევრებს – ჩვენ ვხედავთ იმ დიდ სტრესს, რომელსაც თქვენ განიცდით ამ ლოდინისა და გაურკვევლობის საათებში. ჩვენ თქვენთან ვართ. უნდა გავუძლოთ ამ წნეხს. განვაგრძობთ მოლაპარაკებებს შუამავლების ჩართულობით. როგორც უკვე ვთქვით, არაფერია სრულყოფილი, ვიდრე ის რეალურად არ მოხდება. შუამავლები, ეგვიპტე და კატარი, მოქმედებენ მოლაპარაკების ეფექტურად წარმართვისთვის და კოორდინაციას უწევენ საკითხების განხილვას ტერორისტულ ორგანიზაცია “ჰამასთან,” – აღნიშნა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტიმ.
ცნობისთვის გაცვლა დაგეგმილი იყო შუადღისას, მაგრამ მძევლების გაცვლა განხორციელდა მხოლოდ ადგილობრივი დროით 23.00 საათისთვის. შუამავალი ქვეყნების, კატარის და ეგვიპტის გარდა, შაბათს მოლაპარაკებებს შეუერთდნენ თეთრი სახლი და აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ადრიან უოტსონმა განაცხადა.

შაბათს მომხდარი გაცვლა მეორეა ადრე დადებული ოთხდღიანი ჰუმანიტარული ზავის ფარგლებში. გათავისუფლებულ მძევლებს შორის 13 ისრაელელი და ტაილანდის ოთხი მოქალაქეა. ყველა მათგანი „ჰამასის“ წევრებმა 7 ოქტომბერს, ისრაელზე თავდასხმის დროს შეიპყრეს.

თითქმის ყველა გათავისუფლებული ისრაელელი კიბუც ბერის მკვიდრია. ეს დასახლება ერთ-ერთია, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა 7 ოქტომბრის თავდასხმის შედეგად: იქ დაახლოებით 100 ადამიანი დაიღუპა, 50 გაიტაცეს. მათ შორის რვა ბავშვი და ხუთი ქალი. ექიმების განცხადებით, მათი უმრავლესობის მდგომარეობა საგანგაშო არ არის. იუწყებიან, რომ ერთ 21 წლის ქალს სასწრაფო სამედიცინო დახმარება სჭირდება.

როგორც გაზეთი “ჰაარეცი” წერს, შაბათს გაცვლილი პატიმრებიდან ერთ-ერთის სახელი ცნობილია. ეს არის ისრა ჯაბისი, რომელიც 2015 წელს დააპატიმრეს. მის მანქანაში გაზის ბალონი აფეთქდა მას შემდეგ, რაც ის პოლიციამ გააჩერა მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე. 31 წლის პალესტინელი ქალი მძიმედ დაშავდა, ისევე როგორც ერთ-ერთი პოლიციელი, რომელმაც ის დააკავა.

ისრაელის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ იგი ისრაელში მიემგზავრებოდა და თვითმკვლელ ტერორისტად გახდომას გეგმავდა. არაბულმა წყაროებმა ინციდენტს გაზის ბალონის გაუმართაობის შედეგი უწოდეს და განაცხადეს, რომ მას ბალონი სახლში მიჰქონდა.

საერთო ჯამში, ისრაელზე თავდასხმის დროს ექსტრემისტებმა 240-მდე მძევალი აიყვანეს. ზოგიერთი მათგანი უკვე გაცვალეს ღაზის სექტორში ცეცხლის დროებით შეწყვეტის დროს, რომელიც ძალაში პარასკევს დილით შევიდა. შუამავალი ქვეყნები აცხადებენ, რომ ისინი ესწრაფვიან ზავის გახანგრძლივებას უფრო ხანგრძლივი ვადით.
კვირას დილით ცნობილი გახდა, რომ „ჰამასმა“ ისრაელს მძევლების სია გადასცა. მასში შედის 13 ისრაელელი და შვიდი უცხოელი, რომლებიც დღეს უნდა გაათავისუფლონ. საპასუხოდ, ისრაელი თავისი ციხეებიდან პალესტინურ მხარეს 39 პატიმარს გადასცემს.

მსგავსი პოსტები

Back to top button