მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

შესაძლო სანქციები ყველა იმ დეპუტატს, ვინც ვეტოს დაძლევას დაუჭერს მხარს-ევროპარლამენტარი

ახლა საქართველოს პარლამენტს აქვს საბოლოო შანსი, გააკეთოს სწორი არჩევანი. მან მთლიანად უნდა გააუქმოს კანონი – წერს ევროპარლამენტარი თიის როიტენი პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე, რუსული კანონისთვის ვეტოს დადების თაობაზე.
როგორც ევროპარლამენტარი აღნიშნავს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს სთხოვს, მოამზადოს სანქციები ყველა იმ დეპუტატისთვის, ვინც ვეტოს დაძლევას დაუჭერს მხარს:
“მე ვთხოვე ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, მოამზადოს სანქციები ყველა დეპუტატის წინააღმდეგ, ვინც მხარს დაუჭერს პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას.” წერს ევროპარლამენტარი.

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ამერიკის ხმასთან ინტერვიუში რუსულ კანონსა და ქვეყანაში ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.
მისი თქმით, რუსულ კანონს და მის გარშემო შექმნილ პროცესებს “არაფერი აქვს საერთო გამჭვირვალობასთან” და პირიქით, დიდ შეზღუდვებს უქმნის მედიისა და საზოგადოების თავისუფლებას.
“რასაც ჩვენ ვხედავთ, არის სრულიად განსხვავებული რამ, რომელსაც საერთო არაფერი აქვს გამჭვირვალობასთან, არამედ იწვევს მარგინალიზაციას, სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციას. ეს [კანონი] გამოხატვის თავისუფლებისა და მედიის თავისუფლებისთვის სერიოზული საფრთხეა”, – თქვა მან.
ევროკავშირის ელჩმა სანქციებზე საუბრისას არ გამორიცხა, რომ რუსული კანონის არსებული ფორმით მიღებას “შედეგები მოჰყვება,” თუმცა დაამატა, რომ ამას გარკვეული დრო დასჭირდება.
ინტერვიუში მან არაერთხელ აღნიშნა, რომ კანონის მიღება მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრააციის გზაზე.
“თუმცა ჩვენ აჩქარება გვმართებს. უნდა დავაჩქაროთ მუშაობა საჭირო რეფორმებზე და ცხადია, უნდა გადავჭრათ ამ კანონპროექტის საკითხი, რომელიც მნიშვნელოვნად ართულებს საქართველოს გზას ევროკავშირისკენ”, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი სალომე ზურაბიშვილის მიერ რუსულ კანონზე ვეტოს დადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
მიშელი აღნიშნავს, რომ ზურაბიშვილის ვეტო “დაფიქრების საშუალებას იძლევა” და კანონი არსებული ფორმით ევროკავშირის ღირებულებებს არ შეესაბამება.
იგი მოუწოდებს ქართველ პოლიტიკოსებს უზრუნველყონ, რომ საქართველო ევროპულ გზას არ ასცდეს.
“პრეზიდენტ ზურაბიშვილის ვეტო გამჭვირვალების კანონზე დაფიქრების საშუალებას იძლევა. დღევანდელი ფორმით – კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებსა და გზას.
მოვუწოდებ საქართველოს ყველა პოლიტიკოსს და ლიდერს, კარგად გამოიყენონ ეს შესაძლებლობები და უზრუნველყონ საქართველო დარჩეს ევროპულ კურსზე, რომელსაც მოსახლეობა მხარს უჭერს.
მე ვაგრძელებ საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით თვალყურის დევნებას”, – წერს მისელი სოციალურ ქსელში.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო კანონს, რომელმაც საქართველოში დიდი პროტესტი გამოიწვია და რომელიც აშკარა საფრთხეა ქვეყნის ევროპული გზისთვის, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე წერს.
ბაიბა ბრაჟე საქართველოს მთავრობას და პარლამენტს კანონის გაწვევისკენ და მიდგომების გადახედვისკენ მოუწოდებს.
„საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო კანონს, რომელმაც საქართველოში დიდი პროტესტი გამოიწვია და რომელიც აშკარა საფრთხეა ქვეყნის ევროპული გზისთვის. ლატვია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და პარლამენტს, გაიწვიონ კანონი და გადახედონ მიდგომას“, – წერს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე ვეტოს დადებას გამოეხმაურა.
ლანდსბერგისი წერს, რომ საქართველოს შეუძლია, უარი თქვას კანონზე და აირჩიოს ევროპა.
„პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტო აჩვენებს შტორმიდან გამოსავალს. საქართველოს შეუძლია, უარი თქვას კანონზე და აირჩიოს ევროპა“, – წერს ლანდსბერგისი.

მსგავსი პოსტები

Back to top button