რეგიონი

სენაკში გორის ქუჩაზე გუშინ გვიან ღამით მომხდარ მკვლელობაში,მოკლული და დაჭრილი პირები-ძმები არიან

სენაკის მუნიციპალიტეტში მკვლელობა.
სენაკში გორის ქუჩაზე გუშინ გვიან ღამით მომხდარ მკვლელობაში, მოკლული და დაჭრილი პირები-ძმები არიან.

არსებული ინფორმაციით, მეზობლებს შორის ურთიერთდაპირისპირება მკვლელობით და დაჭრით დასრულდა.

მოკლულია ოჯახის ერთი წევრი 25 წლის ახალგაზრდა მამაკაცი, მისი ძმა კი მძიმედ არის დაჭრილი.

ასევე დაჭრილია დაპირისპირებაში მონაწილე კიდევ ერთი პირი.

გავრცელებული ცნობით, თავდაპირველად ყველა დაჭრილი პირი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ერთი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანამდე გარდაიცვალა.

შემთხვევა გორის ქუჩაზე, გვიან ღამით მოხდა.

სხვა დეტალები კი, ჯერჯერობით უცნობია.

დეტალებს რადიო თბილისი შსს-ში არკვევს.

მსგავსი პოსტები

Back to top button