მნიშვნელოვანისიახლეები

,,ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების საწინააღმდეგო მიტინგზე ევროპელი მინისტრების მისვლა “საბჭოთა, რუსული მიდგომაა”- პაპუაშვილი

მიუღებელი, არაევროპული ქცევაა, როცა ჩადიხარ სხვა ქვეყანაში და ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების საწინააღმდეგო მიტინგზე გამოდიხარ. ეს არის ევროპული მიდგომა?, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ეს ხელს არ უწყობს ქვეყნებს შორის მეგობრობას.

„ეს არის ტიპური საბჭოთა მიდგომა საკითხის მიმართ. ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს რომ არ ეხებოდეს, ადამიანი პირდაპირ ანაბეჭდს ნახავდა საბჭოთა ან რუსული მიდგომისას. არასწორი საქციელი იყო, რაც ლიეტუველი და ესტონელი მინისტრების მხრიდან ქართველი ხალხის მიმართ ვიხილეთ. პრინციპში, ეს უარყოფაა მეგობრობისა, რომელიც ჩვენს ხალხებს შორის არსებობს, უარყოფაა სოლიდარობისა, რომელსაც ქართველი ხალხი დამოუკიდებლობისთვის ბრძოლისთვის 80-იანი წლების ბოლოს ლიეტუველი და ესტონელი ხალხის მიმართ იჩენდა.

სამწუხაროა, რომ რამდენიმე პოლიტიკოსი საკუთარი პოლიტიკური გადმოსახედიდან უყურებს ყველაფერს და მზად არის, წყალში გადაყაროს მეგობრობა, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს. აბსოლუტურად მიუღებელი, არაევროპული ქცევაა, როდესაც ჩადიხარ სხვა ქვეყანაში და იქ ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების საწინააღმდეგო მიტინგზე გამოდიხარ. არათუ სადმე აკეთებ განცხადებას, კომენტარს, არამედ მიტინგზე გამოდიხარ. ეს სადაური მიდგომაა? ეს არის ევროპული მიდგომა?

ამან ჩვენ დაგვამწუხრა, ასევე დაგვაფიქრა იმაზე, რომ ზოგიერთებს, ქვეყნის შიგნით რომ „ენჯეოები“ და ოპოზიციაა, როგორც ჩანს, ევროკავშირი საბჭოთა კავშირი ჰგონია. ეს დიდი ხანია, ვნახეთ. რომ გვეუბნებიან, ცალ ფეხზე ვიდგეთ, დისკუსია, მოლაპარაკება კი არ გვქონდეს ევროკავშირთან, არამედ მორჩილება, უკრიტიკო გაყოლა ყველა საკითხზე – როგორც ჩანს, ზოგიერთი უცხოელი პოლიტიკოსიც ასე გვიყურებს. გვიყურებს, როგორც პატარა ქვეყანას, ნახევარქვეყანას, რომელსაც შეუძლია, მითითებები მისცენ. ჩვენ გვინდა შესვლა ევროკავშირში და არა საბჭოთა კავშირში. ჩვენს ქვეყანაში სტუმრად როცა ჩამოდიან და ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების საწინააღმდეგო მიტინგზე გამოდიან, ეს არ არის ევროპული ქცევა, ეს არის საბჭოთა ქცევა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

,,ყველა განვითარებული ქვეყანა ხელს მოჰკიდებდა ამ საგარეო საქმეთა მინისტრებს და პანღურებით გაყრიდა ქვეყნიდან“-კალაძე

ვენეციის კომისია რომ ვიყო, ვიტყოდი, რაც გინდათ, ის ქენით-მეთქი. „ქართულ ოცნებას“ პოზიციების შერბილება თავად სჭირდება. მათთვის ეს პროცესიდან გამოძრომა იქნებოდა, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

ხვიჩიას თქმით, „ხელისუფლება იძულებულია კანონპროექტი უკან გაიწვიოს“.

„მათთვის კანონის ძალაში შესვლას უარესი შედეგი მოჰყვება. ვენეციის კომისიაში რომ ვიყო, გავგიჟდებოდი, ასეთი რაღაცები რომ მომდიოდეს. ვენეციის კომისიას რასაც ვუშვებით, ეს ნორმალური არ არის“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ამასთან, ხვიჩიას კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოს საკითხზეც დაუსვეს კითხვა, რაზეც მან აღნიშნა:

„პრეზიდენტს რაც შეეხება, ისეთი თამაშია, სადაც ყველა დეტალი მეც არ მესმის. ვეტო არგუმენტირებული და დასაბუთებული ვიცი. ისეთი დასაბუთებაცაა შესაძლებელი, საიდანაც „ქოცები“ ვერ გამოძვრებიან, მაგრამ შეიძლება, ხალხი სხვა წიგნებსაც კითხულობს, რაც მე არ წამიკითხავს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტი მესამე მოსმენით 15 მაისს მიიღო. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 12 მაისს განაცხადა, რომ კანონპროექტს ვეტოს დაადებს: „ვეტოს წარმოვადგენ, მაგრამ არცერთ მანიპულაციაში არ შევალ და არ დავიწყებ თამაშებს, რადგან ამას მხოლოდ ერთი მიზეზი აქვს, ხალხში გაუგებრობა შემოიტანოს“.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა 15 მაისს ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთობლივ ბრიფინგზე ვეტოსთან დაკავშირებით განაცხადა: „მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებს ავუხსენი, რომ ვეტოს დადებით ყალბ, ხელოვნურ, მატყუარა მოლაპარაკებებში არ შევიდოდი, არა და არასოდეს“.

ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები აქციაზე მივიდნენ

მსგავსი პოსტები

Back to top button