მნიშვნელოვანისიახლეები

,,ყველა განვითარებული ქვეყანა ხელს მოჰკიდებდა ამ საგარეო საქმეთა მინისტრებს და პანღურებით გაყრიდა ქვეყნიდან“-კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე სიტყვიერად ესხმის თავს ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რომლებიც თბილისში ვიზიტით იმყოფებოდნენ და რუსთაველზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს. კალაძე აცხადებს, რომ ყველა განვითარებული ქვეყანა ამ მინისტრებს ხელს მოკიდებდა და “პანღურით გაყრიდა ქვეყნიდან.” ის საგარეო საქმეთა მინისტრების აქციაზე მისვლას “სამარცხვინო ფაქტს” უწოდებს.

“ნუ, ეს არის კიდევ ერთი სამარცხვინო ფაქტი. შეიძლება ითქვას, რომ კარგი ლუსტრაცია მოხდა. ეს არის კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტი იმისა, რასაც ჩვენ ვამბობთ, რომ დონორების მიერ დაანონსებული რევოლუცია, ეს ყველაფერი, იმართება გარედან. და ამის დამადასტურებელი იყო ის რამოდენიმე საგარეო საქმეთა მინისტრი, მანამდე კიდევ პოლიტიკოსები იყვნენ ჩამოსული. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ განვითარებულ ქვეყანაში საპროტესტო აქციაზე სხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩავიდეს ან სხვა ქვეყნის პოლიტიკოსი…. ეს არის ძალიან შეურაცხყოფა და ყველა განვითარებული ქვეყანა მოიქცეოდა ისე, რომ ხელს მოკიდებდა ამ მინისტრებს და პანღურებით გაყრიდა ქვეყნიდან. ჩვენ დღეს ვდგამთ ნაბიჯებს იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა გაძლიერდეს, გავაძლიეროთ სახელმწიფოებრიობა, გავაძლიეროთ სუვერენიტეტი და ასეთი დამოკიდებულება, რაც ვნახეთ საგარეო საქმეთა მინისტრების მხრიდან, ვერ გაბედოს ვერცერთმა და ვერცერთმა,” – აცხადებს კალაძე.

14 მაისს პარლამენტთან, “აგენტების კანონის” წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე მივიდნენ და აქციის მონაწილეებს სცენიდან სიტყვით მიმართეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეებმა. მეორე დღეს, 15 მაისს კი ესტონეთის, ლიეტუვისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქცია-მსვლელობას შეუერთდნენ და მომიტინგეებს სცენიდან სიტყვით მიმართეს და ქართველ ხალხს მხარდაჭერა გამოუცხადეს.
საქართველოს პარლამენტმა 14 მაისს მესამე, საბოლოო, მოსმენით მიიღო „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონი, რომელსაც ერთ თვეზე მეტია თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში აპროტესტებენ დემონსტრაციებზე სახელწოდებით: „არა რუსულ კანონს! კი ევროპას!“

სამი მოსმენით მიღებული კანონპროექტი „უცხოეთის აგენტების“ შესახებ პრეზიდენტთანაა. სალომე ზურაბიშვილს ვეტოს დასადებად 2-კვირიანი ვადა აქვს. ვეტოს დაძლევას იმდენივე ხმა სჭირდება, რამდენიც მის მიღებას.

ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები აქციაზე მივიდნენ

ჩვენი დასავლელი პარტნიორები ქართველი ხალხის მეგობრები არასოდეს ყოფილან-ზარქუა

მსგავსი პოსტები

Back to top button