სპორტი
ქართველი 19 წლამდელები პორტუგალიასთან დამარცხდნენ
პირველი მატჩი საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრებმა პორტუგალიაში მასპინძლებთან გამართა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.
ამხანაგური შეხვედრის ერთადერთი გოლი მატჩის მეათე წუთზე გავიდა.
მაჩუი ჯალუმ ქართველთა დაცვის შეცდომით ისარგებლა და გოლის ავტორი გახდა
პირველ ტაიმში ქართველ ფეხბურთელებს რამდენიმეჯერ მიეცათ წონასწორობის აღდგენის საშუალება,თუმცა ვერ გამოიყენეს.
მატჩის მეორე ნახევარი არცთუ ისე სანახაობრივი გამოდგა და არც ანგარიში შეცვლილა.
შეგახსენებთ, რომ 13 ნოემბერს U19-ის ქართველი მოთამაშეები თანატოლ დანიელებს დაუპირისპირდებიან.