სპორტ-ნიუსისპორტი
ქართველი ძიუდოისტების რაოდენობა პარიზის გრანდ სლემზე შემცირდა
პარიზის გრანდ-სლემი 5-6 თებერვალს დაიწყება და მასში საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების 8 მონაწილე იასპარეზებს.
ამ დრომდე ცნობილი იყო,რომ პარიზში 13 ქართველი ძალოსანი უნდა გამგზავრებულიყო,თუმცა კოვიდ- პანდემიამ ვითარება აქაც შეცვალა.
მიზეზი კი მხოლოდ ერთი არ არის. გარდა იმისა,რომ ქართველ სპორტსმენებს ინფექცია დაუდასტურდათ,- საფრანგეთის სახელმწიფო რეგულაციების მიხედვით, ქვეყანაში შესასვლელად აუცილებელია ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.აქამდე იქ შესვლისთვის მხოლოდ პსრ-ტესტი კმაროდა.
პარიზის გრანდ სლემზე ქალთა და ვაჟთა შორის 316 სპორტსმენია დარეგისტრირებული.ქართველებიდან კი ტურნირზე გამოვლენ: ჯაბა პაპინაშვილი,თემურ ნოზაძე,ვაჟა მარგველაშვილი,ბაგრატ ნინიაშვილი,ლაშა შავდათუაშვილი,ტატო გრიგალაშვილი,ბექა ღვინიაშვილი და ლუკა მაისურაძე.