სპორტ-ნიუსისპორტი
ქართველი ხელბურთელები ევროპირველობის შესარჩევი მატჩებისთვის ემზადებიან

ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი რაუნდის მატჩებისთვის საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა შეკრება დაიწყო.
ქართველ ხელბურთელთა მეტოქე ფინეთის ნაკრები იქნება,რომელსაც 5 იანვარს თბილისში შეხვდება,9 -ში კი ჰელსინკში ესტუმრება.
ორმატჩიან პლეი-ოფში გამარჯვებული გუნდი დასკვნით,ანუ ჯგუფურ ეტაპზე გადაინაცვლებს.
საქართველოს ნაკრების რუმინელმა მთავარმა მწვრთნელმა სანდუ ფლორინ იაკობმა შეკრებაზე 16 მოთამაშე გამოიძახა,საიდანაც 10 ლეგიონერია.
წინა მატჩებთან შედარებით იაკობმა 3 ხელბურთელი შეცვალა.
ტრავმა აქვს ხაზეინ რუსტამოვს და ნიკოლოზ კალანდაძეს.რატი მსხვილაძემ კი სანაკრებო კარიერა დაასრულა.
ნაკრებს შეუერთდებიან ლიდერები: გიორგი ცხოვრებაძე და ლექსო წითელაშვილი.ქომაგი კი აკაკი პატაშურის დებიუტს იხილავს.