ქართველი მოჭადრაკე საერთაშორისო ტურნირიდან გააძევეს
ქართველი მოჭადრაკე გაიოზ ნიგალიძე დუბაის საერთაშორისო ტურნირიდან გააძევეს. მას 15-წლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება.
როგორც ტურნირის ორგანიზატორები აცხადებენ, ნიგალიძე თამაშის მსვლელობისას, ხშირად გადიოდა საპირფარეშოშო, სადაც მას მობილური ტელეფონი ჰქონდა დამალული და ერთ-ერთი საჭადრაკო პროგრამის დახმარებით სავარაუდო სვლებს ამოწმებდა.
საქართველოს ორგზის ჩემპიონი ტიგრან პეტროსიანთან თამაშის დროს მოიხსნა. პეტროსიანს საეჭვოდ მოეჩვენა ის ფაქტი, რომ ნიგალიძე ძალიან ხშირად გადიოდა საპირფარეშოში და სულ ერთსა და იმავე კაბინაში შედიოდა. კაბინის შემოწმების შემდეგ, ჰიგიენურ ქაღალში გახვეული მობილური ტელეფონი აღმოაჩინეს.
ნიგალიძის თქმით, მობილური ტელეფონი მას არ ეკუთვნოდა, თუმცა სოციალური ქსელი მისი სახელით იყო ჩართული. ტელეფონში ნიგალაძის სათამაშო პარტიას ერთ-ერთი ჭადრაკის პროგრამა აანალიზებდა.