ჭიაურში მაღაზია გაქურდეს – წაღებულია სათესლე სიმინდი და თანხა
რადიო “ჰერეთის” ინფორმაციით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიაურში სამეურნეო მაღაზია გაქურდეს. მოპარულია ამერიკული ჯიშის 10 ტომარა სათესლე სიმინდი და 1000 ლარამდე თანხა.
ერთი ტომარა სათესლე სიმინდის ღირებულება ბაზარზე 250 ლარია.
ინფორმაცია ქურდობის შესახებ რადიო “ჰერეთს” ადგილობრივებმაც დაუდასტურეს.
ფაქტს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე, ქურდობის მუხლით, შს სამინისტროს ლაგოდეხის რაიონული სამმართველო იძიებს.