მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ქაშუეთის ეკლესიაში დაგეგმილ პარაკლისს კახეთიდანაც შეუერთდებიან

ქაშუეთის ეკლესიაში დაგეგმილ პარაკლისს კახეთიდანაც შეუერთდებიან. ადგილობრივები, სასულიერო პირები და საპატრიარქოსთან არსებული ჩოხოსანთა საზოგადოების წარმომადგენლები თბილისში დილით გაემგზავრნენ.

მანამდე, ისინი თელავის ცენტრში შეიკრიბნენ, სადაც სასულიერო პირებმა, პარაკლისი აღავლინეს.
მათი განცხადებით, ლგბტ წარმომადგენლებთან კონფლიქტს და ძალადობას არ აპირებენ , თუმცა დაგეგმილი ღირსების მარში მათთვის მიუღებელია.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სოლიდარობის მარშის მოწინააღმდეგეთა შეკრებას, პარალელურად ატარებს.

განცხადება საპატრიარქომ ორი დღის წინ გაავრცელა, სადაც საკუთარ მრევლს ღირსების დაცვისკენ მოუწოდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button