რეგიონისაქართველოსიახლეები
ქედაში მეწყერი განმეორდა
ბათუმი ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალზე, სოფელ დოლოგანთან მეწყრული პროცესები ისევ განვითარდა. მიწის მასასთან ერთად, რამდენიმე ქვის ლოდი გუშინ ღამით ჩამოიშალა.
ქედის მერიაში განაცხადეს, რომ საავტომობილო გზა ამჟამად ცალმხრივად არის გახსნილი. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. ადგილზე მუშაობენ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები.
შეგახსენებთ, სოფელ დოლოგანთან მეწყერი 10 მაისსაც ჩამოწვა. რამდენიმე საათის განმავლობაში, გზა ჩაკეტილი იყო, რის გამოც ქედის, შუახევისა და ხულოს მოსახლეობა იზოლაციაში მოექცა.