ქეთა თოფურას მეუღლემ შვილის პირველი ფოტო გამოაქვეყნა

ჯგუფ «А-Студио»-ს მრავალრიცხოვანი თაყვანისმცემლები, ქეთა თოფურიას მეუღლემ – ლევ გეიხმანმა პატარა ოლივიას სურათით გაახარა.თოფურიამ ლოს-ანჯელესის კლინიკა Cedars-Sinai Medical Center-ში 15 ივნისს იმშობიარა, სადაც მადონამ, კიმ კარდაშიანმა, ბრიტნი სპირსმა და სხვა ვარსკვლავებმა თავის დროზე შვილები გააჩინეს. თოფურია რუსეთში აპირებდა მშობიარობას, მაგრამ მეუღლემ ამერიკის პრესტიჟული კლინიკა ურჩია, სადაც მშობიარე ქალების მომსახურება 20 ათასი დოლარიდან იწყება.

ქეთა თოფურია რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი, ჯგუფ «А-Студио»-ს ვოკალისტია. მან 2003 წელს მუსიკალური სასწავლებელი, ვოკალის მასწავლებლის სპეციალობით დაამთავრა. 2003 წელს ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე, მაგრამ ჯგუფ «А-Студио»-სგან მიიღო მოწვევა და იმჟამინდელი ვოკალისტი პოლინა გრიფიტსი შეცვალა. შემდეგ ის საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა. 2013 წლის 7 სექტებბერს, რუს ბიზნესმენ ლევ გეიხმანთან იქორწინა.

 

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”10204″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery” sc_id=”sc1434614185542″]

მსგავსი პოსტები

Back to top button