ქეთა თოფურიას 29 წელი შეუსრულდა

10 სექტემბერს, მომღერალმა ქეთა თოფურიამ ორი იუბილე აღნიშნა – დაბადების დღე და ქორწინების წლისთავი. მან საჩუქრად ძვირფასი მანქანა – Mercedes SL 63 AMG მიიღო და ფოტოსურათი საკუთარ Instagram-ზე გამოაქვეყნა.
მართალია, ქეთას არ გაუმხელია, თუ ვინ უპრეზენტა ავტომანქანა, მაგრამ მისი თაყვანისმცემლები დარწმუნებულნი არიან, რომ „მერსედესი“ საყვარელმა მეუღლემ – ლევ გეიხმანმა აჩუქა.
თოფურია 2 წლის წინ გათხოვდა, წელს კი ქალიშვილი შეეძინა. ბავშვი, ამერიკაში, ივნისში დაიბადა, აგვისტოს მიწურულს კი მომღერალი ოჯახითურთ რუსეთში დაბრუნდა.