მნიშვნელოვანიმსოფლიორეგიონისაქართველოსიახლეები

ქეთი მელუა ონლაინ-კონცერტს გამართავს

ბრიტანეთში მცხოვრები მუსიკოსი ქეთი მელუა 27 ივნისს, „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების“ დასახმარებლად, იუტუბზე ონლაინ-კონცერტს გამართავს.

„ამ უცნაურ პერიოდში, ვცდილობდი, მომეფიქრებინა, რა შეიძლება გავაკეთო, რომ ვინმეს რამეში გამოვადგე. გადავწყვიტე, შევუერთდე საართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას, რომელიც შთამბეჭდავ სამუშაოს სწევს საქართველოში COVID-19-ის კრიზისის პერიოდში.” – ამბობს ქეთი მელუა ტვიტერზე ვიდეომიმართვაში.

კონცერტი, რომლის მიზანია საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შესახებ ცნობიერების ამაღლება, 27 ივნისს, შაბათს, პირდაპირ ეთერში, იუტუბზე გადაიცემა შემდეგ ბმულზე:

ქეთი მელუამ ფეისბუკზე ჩამოწერა „წითელი ჯვრის“ არაერთი დამსახურება საქართველოში, მათ შორის პანდემიის პირობებში, მაგალითად, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო საზღვრების სიახლოვეს მცხოვრები ხანშიშესული მოსახლეობის დახმარება და ა.შ..

https://www.facebook.com/katiemeluamusic/videos/285780532789495/

11 ივნისს აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა გორში, წითელი ჯვირს საზოგადოების ფილიალში ვიზიტისას განაცხადა, რომ პანდემიის პირობებში, წითელი ჯვრის საზოგადოებამ, საქართველოს მასშტაბით, უკვე 70 000-ზე მეტი ამანათი დაარიგა.

ქეთი მელუა წარმოშობით ქართველი ბრიტანელი მომღერალია, რომელმაც მუსიკალური კარიერა 2003 წელს დაიწყო და უკვე 7 სტუდიური ალბომი აქვს ჩაწერილი. მისი ახალი ალბომის გამოშვება 2020 წელსაა დაგეგმილი.

 

 

მსგავსი პოსტები

Back to top button