სპორტი

ქეცბაიას კაშიას და გვილიას დამატება სურს. ქვილითაია კი გენტში ბრუნდება

თემურ ქეცბაია, რომელიც „ანორთოსისში“ დარჩა და ახალ კონტრაქტს გუნდის ფინანსურად გაძლიერებასთან ერთად ელოდება,- ფიქრობს, რომ გუნდში კიდევ 2 ქართველი დაიმატოს.

ევროპული ფეხბურთის სარბიელზე კვლავ ფეხადგმული ანორთოსისი დაცვის და ნახევარდაცვის ხაზის გაძლიერებას გეგმავს. მთავარი მწვრთნელი კი საკუთარ კანდიდატურებს ასახელებს.

26 წლის ვაკო გვილია რამდენიმე დღის წინ „ლეგიადან“ წამოვიდა და თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს. რაც შეეხება, 33 წლის გურამ კაშიას, – მას ზაფხულში თბილისის „ლოკომოტივთან“ 6 თვიანი კონტრაქტი უმთავრდება და მალე ისიც შეუერთდება თავისუფალი აგენტების სიას.

4 მოქმედი ქართველი ფეხბურთელიდან ფამაგუსტას ანორთოსისს ტოვებს გიორგი ქვილითაია, რომელმაც სულ ახლახან კლუბთან ერთად ქვეყნის თასის ტიტული იზეიმა. ის ბელგიური გენტის კუთვნილებაა და ერთწლიანი იჯარა კვიპროსულ გუნდში უკვე დაუმთავრდა.

ამ დროისთვის ქეცბაია კლუბის ბიუჯეტის ზრდას ელოდება, რათა გუნდმა ჩემპიონობისთვის ბრძოლა შეძლოს.

მსგავსი პოსტები

Back to top button