მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

იცავს თუ არა ვაქცინის ერთი დოზა კორონავირუსისგან ადამიანებს

საქართველოში 300-ზე მეტი ადამიანი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზის მიღების შემდეგ დაინფიცირდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

“300-ზე მეტია შემთხვევა, ზუსტი მონაცემების კიდევ დამუშავება მიმდინარეობს და გამოქვეყნდება, 300-ზე მეტი ადამიანი არის ისეთი უკვე საქართველოში, ვინც პირველი დოზის გაკეთების შემდეგ დაინფიცირდა, ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა, პირველი დოზა მოგეხსენებათ არ იცავს ისე, რომ არ დაინფიცირდეს ადამიანი, თან ზოგიერთი მე-2, მე-3, მე-4 დღეს დაინფიცირდა, ანუ ისინი უკვე ინკუბაციურ პერიოდში იყვენენ, როცა აიცრნენ, მინდა ვთქვა, რომ მათიც ძალიან იოლად წავიდა დაავადება”, – თქვა პაატა იმნაძემ.

შეგახსენებთ, დღეს ქვეყანაში აცრა სამი ტიპის ვაქცინითაა შესაძლებელი – „ფაიზერით“, „ასტრაზენეკათი“ და „სინოფარმით“. დღეს რეგისტრაცია დაიწყო ახალ ჩინურ ვაქცინაზე, „სინოვაკზეც“

მსგავსი პოსტები

Back to top button