სპორტი

უეფამ პანდემიის გამო 8 მილიარდი ზარალი ნახა

ევროპულმა საფეხბურთო ასოციაციამ ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა.

კორონავირუსის გამო უეფამ დიდი ზარალი ნახა. დანაკლისი 8 მილირდზე მეტია.

აქედან,- 7,2 მლიარდი უმაღლეს ლიგებზე მოდის, ქვედა ლიგების ზარალმა კი დაახლოებით, 1,5 მილიარდი ევრო შეადგინა.

უეფას ხელმძღვანელობა ანგარიშში წერს, რომ პანდემიამ ყველაზე მეტად ის კლუბები აზარალა, რომლებიც განსაკუთრებით გაყიდულ ბილეთებსა და აბონემენტებზე. არიან დამოკიდებულნი.

ევროპის სტადიონებზე მაყურებელთა დაუსწრებლობით, კვირაში საშუალოდ 85 მილიონი ევრო იკარგება.

ვირუსის დაწყებიდან და პანდემიის გამოცხადებიდან ამ დრომდე კლუბებს 210 მილიონი მაყურებლიასთვის მოუწიათ უარის თქმა.

კიდევ ერთი ანტირეკორდი: ჯამში, 52 ევროპულ კლუბს დაემუქრა გაკოტრების საფრთხე, თუმცა საბედნიეროდ, ჯერჯერობით ყველა გუნდი აგრძელებს ფუნქციონირებას.

მსგავსი პოსტები

Back to top button