მნიშვნელოვანისიახლეები

პარლამენტს “საარჩევნო კოდექსში” შესატანი ცვლილებები წარედგინა- პაპუაშვილი ამბობს, რომ ხელი მოაწერა “საარჩევნო კოდექსში” ცვლილების შესახებ კანონს

პარლამენტს “საარჩევნო კოდექსში” შესატანი ცვლილებები წარედგინა – “ქართული ოცნება” საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებისთვის დაწესებული 40%-იანი საარჩევნო ბარიერის გაუქმებას გეგმავს.

ამავე პროექტით, კოდექსს ახალი მუხლი ემატება, რომლის თანახმად, პარტიას უფლება ექნება პარტიული სიის შედგენისას, პარლამენტის წევრობის კანდიდატი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა დელეგატად განსაზღვროს.

სწორედ ამ ცვლილებაზე დაისვა კითხვა ბიუროს სხდომაზე, ოპოზიციონერი დეპუტატები დაინტერესდნენ იმითაც, თუ რატომ დადგა დღის წესრიგში 40%-იანი ბარიერის გაუქმება.

“ახლა რატომ გახდა საჭირო ამ ინიციატივის დაყენება საჭირო, რომ გაუქმდეს 40%-იანი ბარიერი და მეორე საკითხი, ეს შეეხება საპარლამენტო სიაში ე.წ. ახალი მცნების, ამომრჩევლის დელეგატის განსაზღვრებას. მაყურებელსაც, რომ აუხსნათ ეს რას ნიშნავს, რაიმე უპირატესობა ექნება ამ წარმომადგენლის პარლამენტის სიაში ყოფნას, სიაში როგორ იქნებიან ეს ხალხი ასახული? ადრე არსებობდა მაჟორიტარების 30 მანდატის კვოტა და მაჟორიტარები ამ მანდატების მიხედვით ნაწილდებოდნენ”, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის გივი მიქანაძის განცხადებით, საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციონერი დეპუტატების კითხვები სპეკულაციურია და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ემსახურება.

“წარმოდგენილი კითხვები სპეკულაციური ხასიათის არის. მოსახლეობისთვის, გარკვეულ წილად კითხვის ნიშნები ისმევა, როდესაც პროპორციული სისტემით იქნება 150 დეპუტატის არჩევა, გვესმის, რომ თითოეული მათგანი წარმოადგენს მთელს ქვეყანას, მაგრამ კონკრეტულად ვინ შეიძლება იყოს ჩვენ ინტერესების წარმომადგენელი, სწორი იქნება, რომ თითოეულმა პარტიამ განსაზღვროს კონკრეტული დეპუტატობის კანდიდატები, რომლებიც არჩევნებში წარმატების შემთხვევაში, მოსახლეობას ეცოდინება, რომ კონკრეტულ ოლქში, ან მუნიციპალიტეტში ამ ადამიანთან შეიძლება ჰქონდეთ წვდომა”, – განაცხადა მიქანაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის შეფასებით, “საარჩევნო კოდექსში” შესატანი ცვლილებები საინტერესოა და საზოგადოებას დაეხმარება საკუთარი წარმომადგენლები პარტიულ სიაში იხილონ.

“გაეროს განვითარების სააგენტოს დახმარებით, გარკვეული კვლევაც გაკეთდა, რომ მაჟორიტარული სისტემის გაუქმების კვალდაკვალ, პარლამენტმა როგორ შეინარჩუნოს ბმა რეგიონში მყოფ მოსახლეობასთან. ვფიქრობ, რომ საინტერესო იდეაა ამ მხრივ და საბოლოო ჯამში, ესეც იყო ამ კვლევის ფარგლებში გამართულ მსჯელობაში, რომ პარტიებმა უნდა იკისრონ გარკვეულ წილად ეს თავის თავზე, რომ მოსახლეობას მისცენ შესაძლებლობა, რომ მათ თავიანთი წარმომადგენლები დაინახონ პარტიულ სიაში”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარე, ამბობს, რომ ხელი მოაწერა “საარჩევნო კოდექსში” ცვლილების შესახებ კანონს. რამდენიმე დღის წინ პაპუაშვილმა მედიასთან თქვა, რომ თუ პრეზიდენტი, ვეტოს დაძლევის მიუხედავად, “საარჩევნო კოდექსში” ცვლილებებს ხელს არ მოაწერდა, ამას თავად გააკეთებდა.

დღეს ხელი მოვაწერე “საარჩევნო კოდექსში” ცვლილების შესახებ კანონს, რომელიც საქართველოს პარლამენტს შესაძლებლობას მისცემს, დაძლიოს თითქმის 3 წლის განმავლობაში “19 აპრილის შეთანხმების” მიერ შექმნილი ჩიხი და აირჩიოს ცესკოს პროფესიული წევრები და თავმჯდომარე,’’ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, “უცნაური წესი”, რომელიც აქამდე მოქმედებდა, არ შემუშავებულა პარტიების დიალოგის საფუძველზე, არამედ იყო მედიატორის დაჟინებული იდეა.

მისი თქმით, აქსიომაა, რომ კანონი, რომელსაც ჩიხში შევყავართ, უნდა შეიცვალოს.

“დღეს ხელი მოვაწერე “საარჩევნო კოდექსში” ცვლილების შესახებ კანონს, რომელიც საქართველოს პარლამენტს შესაძლებლობას მისცემს, დაძლიოს თითქმის 3 წლის განმავლობაში “19 აპრილის შეთანხმების” მიერ შექმნილი ჩიხი და აირჩიოს ცესკოს პროფესიული წევრები და თავმჯდომარე.

საზოგადოებას შევახსენებ, რომ მანამდე მოქმედი რეგულაცია – ხმების 2/3-ით ცესკოს წევრების არჩევა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსის სათადარიგო თავმჯდომარედ გამწესება – არცერთ ქვეყანაში არ არსებობს. ისიც უნდა ითქვას, რომ ეს უცნაური წესი არ შემუშავებულა პარტიების დიალოგის საფუძველზე, არამედ იყო მედიატორის დაჟინებული იდეა, რომელმაც ფაქტია, რომ არ იმუშავა და ვერც იმუშავებდა, მით უმეტეს მომავალ არჩევნებამდე დარჩენილ დროში.

ისიც ფაქტია, რომ ოპოზიცია ამ ჩიხურ სიტუაციას არჩევნების შედეგების არაღიარების საბაბად გამოიყენებდა.

კანონი რომელსაც ჩიხში შევყავართ, უნდა შეიცვალოს. ეს აქსიომაა. ხოლო კანონი, რომლის მიერ შექმნილმა ჩიხმა შეიძლება რადიკალიზმი წაახალისოს და ქვეყანა დააზიანოს, უნდა შეიცვალოს რაც შეიძლება მალე.

მიუხედავად “19 აპრილის შეთანხმების” ანულირებისა, ჩვენ, მაინც, თითქმის სამი წელი მივეცით ამ ექსპერიმენტულ რეგულაციას, იმისთვის რომ ემუშავა. თუმცა, მოახლოებული არჩევნების წინ ფუჭ ექსპერიმენტებს ვერ დავუშვებთ.

ქართველმა ხალხმა ქვეყნის მართვის მანდატი დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად და არა მათ დასაკნინებლად მოგვანიჭა,” – წერს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ კრიტიკისა და მოტივირებული შენიშვნების მიუხედავად, პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო 19 მარტს დაძლია.

მიღებული კანონის მიხედვით, იზღუდება პრეზიდენტის როლი – კანდიდატების შესარჩევ კონკურსს პრეზიდენტის ნაცვლად პარლამენტის თავმჯდომარე გამოაცხადებს და ცესკოს თავმჯდომარის და ცესკოს წევრების კანდიდატურებს პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს პარლამენტს.

ცვლილებების მიხედვით, კიდევ ერთხელ შეიცვალა ცესკოს თავმჯდომარის და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევის წესი. ამას გარდა, გაუქმდა ცესკოს თავმჯდომარის იმ მოადგილის თანამდებობა, რომელიც ოპოზიციის კვოტას წარმოადგენს.

კანონპროექტი ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის 3-ეტაპიან პროცესს ითვალისწინებს. პირველ კენჭისყრაზე 90 ხმა იქნება საჭირო. იმ შემთხვევაში, თუკი 90 ხმა ვერ იქნება უზრუნველყოფილი, მათ 76 ხმით აირჩევენ. კონკრეტული კანდიდატებისთვის 76 ხმით მხარდაჭერის მიღება ორჯერ იქნება შესაძლებელი და 76 ხმით არჩეული კანდიდატები უფლებამოსილების განხორციელებას 5 წლის ვადით დაიწყებენ. იმ შემთხვევაში კი, თუ პარლამენტში ვერც 76 ხმა მოგროვდება და პარლამენტი კანდიდატებს ვერც ერთი კენჭისყრის შედეგად ვერ აირჩევს, საკითხი გადაწყვეტილების მისაღებად პრეზიდენტს გადაეცემა.

ეუთო-ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაცია იყო, ცესკოს თავმჯდომარე და წევრები დამტკიცებულიყვნენ მაღალი კვორუმით, თუმცა არსებული ვარიანტით, საკმარისია უბრალო უმრავლესობა, ანუ 76 დეპუტატის ხმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button