კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები
ყაჩაღობა ნოჯიხევში-თავდამსხმელებმა ქალი დააუთოვეს

ხობის მუნიციპალიტეტ სოფელ ნოჯიხევში ყაჩაღობა მოხდა. 2 ნიღბიანი პირი 70 წლამდე ქალის საცხოვრებელ სახლში შეიჭრა და ოჯახისგან თანხას ითხოვდა.
თავდამსხმელებმა ქალს ხელები გაუკრეს და დააუთოვეს, თავად კი მიმალვა მოახერხეს.
შემთხვევა წუხელ მოხდა.
შსს-ს ცნობით,გამოძიება სისხლის სამართლოს კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს