მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები
ყაჩაღობა სენაკში
სენაკში მეუფე საბა გიგიბერიას სახლში შეიარაღებული ნიღბიანები შეიჭრნენ.
მათ, იარაღის მუქარით, მეუფის ხანდაზმულ დედას ფული და ოქრო მოსთხოვეს.
ყაჩაღობა გვიან ღამით მოხდა. მოხუცის გარდა, სახლში იმ დროს მისი მომვლელი და არასრულწლოვანი შვილიშვილი იმყოფებოდნენ. დამყაჩაღებლები ოჯახის წევრებს დაახლოებით, ერთი საათის განმავლობაში ემუქრებოდნენ. არსებული ინფორმაციით, მათ თანხის წაღება მოახერხეს.
საქმეზე გამოძიება ყაჩაღობის მუხლით დაიწყო.