ყალბი ფულის გასაღების ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ყალბი ფულის გასაღების ბრალდებით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე სამი პირი დააკავა.

გამოძიების მტკიცებით, ბრალდებულები, საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებში სისტემატურად ასაღებდნენ კუსტარულად დამზადებულ ყალბ კუპიურებს, კერძოდ ახალი მოდიფიკაციის 50 – ლარიან და ძველი მოდიფიკაციის 100 – ლარიან ბანკნოტებს.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება 212-ემუხლით, რაცი თვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7 დან 10 წლამდე ვადით.

მსგავსი პოსტები

Back to top button