გირჩის ოფისში 80 ძირი მარიხუანა დალუქეს

ექსპერტ კრიმინალისტებმა პარტიის ოფისში ორი კვირის წინ დაუმორჩილებლობის აქციაზე დათესილი 80 ძირი მარიხუანა დალუქეს.

გირჩის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ ნარკოპოლიტიკა ქვეყანაში საბოლოოდ მაინც შეიცვლება.

ზურა ჯაფარიძე ამბობს, რომ სამართალდამცავი ორგანოების ქმედების მიუხედავად პოლიტიკური ორგანიზაცია გაჩერებას არ აპირებს.

ახალი პოლიტიკური ცენტრის ოფისში წუხელ ჩატარებულ რეიდს ადეკვატურად მიიჩნევენ ქართულ ოცნებაში, თუმცა პარლამენტის ვიცე-სპიკერი ამბობს, რომ არ არის აუცილებელი პოლიტიკურ აქტს დაკავებებით გაეცეს პასუხი.

ამ ფორმით გამოხატულ პროტესტს საყოველთაოდ მიღებულ ფორმად მიიჩნევენ ნაციონალურ მოძრაობაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button