ყირიმი რუსეთია?

ორმა ფრანგულმა გამოცემამ Larousse და Rocher-მ, მსოფლიოს გეოპოლიტიკურ ატლასზე, ყირიმი რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში გამოსახა, – გვაცნობებს Twitter-საზოგადოება EuroMaidan-Francе.
მოცემული ატლასების რუკებზე ყირიმის ნახევარკუნძული რუსეთის ნაწილად მოინიშნება.
აღსანიშნავია, რომ Rocher-ის რუკაზე, რუსეთის მიერ მიტაცებული სამაჩაბლოსა და აფხაზეთის ტერიტორიები ისევ საქართველოს შემადგენლობაში დარჩა.
ატლასის ბეჭდვურმა ვერსიამ ინტერნეტ-მომხმარებლებში ფართო დისკუსია გამოიწვია. უკრაინის საელჩომ საფრანფეთში მწვავე რეაგირება მოახდინა და Twitter-გამოცემას შესწორების შეტანა სთხოვა. მოგვიანებით, გამომცემლობითმა სახლმა – Larousse ყირიმი რუკაზე უკრაინას “დაუბრუნა”.