ვლადიმერ ბედუკაძე ციხის კადრებზე განცხადებას ავრცელებს

ციხის სკანდალური კადრების ავტორი ვლადიმერ ბედუკაძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და ეხმაურება ტელეკომპანია “რუსთავი2″-ის გადაცემა “განსხვავებული აქცენტების” ანონსს, რომლის მიხედვითაც აღნიშნული კადრები გაყალბებულია.

გადაცემა ჯერ ეთერში არ გასულა, თუმცა ანონსმა არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია საზოგადოებაში.

რადიო ჰერეთი სრულად გთავაზობთ ბედუკაძის განცხადებას:

“2012 წლიდან მოყოლებული სააკაშვილის რეჟიმის მეხოტბე, ე.წ. ჟურნალისტებს დაუოკებელი სურვილი აქვთ ყველანაირი გახრწნილი მეთოდებით შეეცადონ დაარწმუნონ საზოგადოება, რომ როგორმე ე.წ ციხის კადრების თემა ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის სახელთან დააკავშირონ, ამ რეჟიმის მამხილებელი ბედუკაძე მთავრ ჯალათად და მწამებლად აქციონ.
ნეოფაშისტური რეჟმის მთავარი იდეოლოგიური წყაროს, „რუსთავი 2“ -ის მიერ დღემდე ვრცელდება ჭრელ-ჭრელი გვირისტებით ნაქსოვი დეზინფორმაცია, რომელიც უბრალოდ, უნიჭოდ შესრულებული სცენარია და რაზეც სერიოზული კომენტარის გაკეთებაც არ ღირს.
შურისძიების ჟინით შეპყრობილი პატარა ადამიანები, ხან მინდორ-მინდორ ეძებენ- ვინმე ძროხას თუ ბუღას, ხან ჩემი პირადი მიმოწერის გაყალბებით და გამოქვეყნების საქმით არიან დაკავებულები, ოღონდ გაამართლონ მათი მამამთავრის იმედი,იციან რა ,რომ დაკვეთის არადამაჯერებლად შესრულების გამო პასუხი მოეთხოვებათ.
დამშვიდდით ხალხო, პროკურატურას დეტალურად აქვს შესწავლილი ეს საქმეც და ყველა მასთან დაკავშირებული მტკიცებულებაც, ახალს ვერაფერს აღმოაჩნეთ, შეეშვით მავნებლობას და ფაქტების გაყალბებას.
სამწუხაროა, რომ სააკაშვილის რეჟიმის ზონდერჟურნალისტებს არ აგეკრძალათ პროფესიული საქმიანობა და დღემდე აგრძელებთ პოლიტინტრიგების ხლართვას, სამწუხაროა, რომ სამართალდამცავი ორგანოები, ბატონი სახალხო დამცველი, რეაგირებას არ ახდენენ ჩემს მიმართ ცილისწამების, მუქარის, შანტაჟის ფაქტების დროში გაწელილ გამოძიებასთან დაკავშირებით.
იციან რა,რომ გამოძიებამ:
1. “ საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ „თავისუფალი ზონის“ მიერ განხორციელებული პროვოკაციის მტკიცებულება „ვერ მოიპოვა და დანაშაულის ნიშნები ვერ დაინახა“ ,(16.02.2013. დოკ.N 0002971539, ვაკე -საბურთალოსმე-5 განყ.), უფრო მეტიც, ამავე ექსტრემისტული დაჯგუფების პროვოკაციის და თავდასხმის გამო , აქეთ დამაჯარიმა სასამართლომ..
2. ინტერნეტ სააგენტოების მიერ განხორციელებული ცრუ დასმენისა და უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევის ფაქტზე (სააგენტო” New Posts”) და მოქ. ოქროპირძის ცრუ დასმენასთან დაკავშირებით გამოძიება 373-ე მუხლით არ დაასრულა, (ქ.თბილისის პროკურატურა, წერილები N 13/50448, N13/21805)
3. ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ცრუ ბრალდებებთან დაკავშირებით ქ.თბილისის საქალაქო სასამართლომ სარჩელის მიღებაზე ორჯერ უარი მითხრა,(26.09.2013წ. და 01.10.2013წ.)
4. შსს-მ ბოლომდე არ მიიყვანა დაწყებული საქმის გამოძიება, ჩემი სოციალური ქსელის გატეხვასთან დაკავშირებით, (06.03.2014წ.)
5. შსს-მ ვერ დაინახა ფსიქოლოგიური ზეწოლის და თვალთვალის ფაქტი 2014 წლის 4 ივლისის და12 სექტემბრის ჩემს განცხადებებში,
6. არ გამოიძია ჩემი და ჟურნალისტ ზაზა დავითაიას, პროკურატურის პრესსამსახურის ხელმძღვანელის პაიჭაძის აუდიოჩანაწერის „რუსთავი 2“-ით გამოქვეყნების ფაქტი 2014 წლის 30 სექტემბერს და ამავე წლის 6 ოქტომბერს, ვითხოვდი რა საქმის აღძვრას 157,158,159-ე მუხლებით…
დაუსჯელობის სინდრომით გათავხედებულები ახალ ზღაპრებს შეთხზავთ რა თქმა უნდა, დაიმედებულნი არიან ქვეყანაში გამეფებული კოაბიტაციით..მაგრამ, არაუშავს, იმედია, „სიყალბის ტელევიზიის“ – „რუსთავი 2“ -ის და მათი მხარდამჭერი ე.წ. ჟურნალისტების, უფრო სწორედ სააკაშვილის სპეცსამსახურების ბოლო „მსხვერპლი“ ვიქნები” – აღნიშნავს ბედუკაძე (სტილი დაცულია)

“რუსთავი2”-ის გადაცემის ანონსზე პროტესტს გამოთქვამს ტელეკომპანია “ობიექტივის” ყოფილი ჟურნალისტი ნინო ჯღარკავაც, რომელიც შუამავლადაა მოხსენიებული ექს-პრემიერის ბიძინა ივანიშვილსა და ბედუკაძეს შორის. გადაცემის ანონსში ნაჩვენებია ბედუკაძისა და ჯღარკავას მიმოწერაც.

როგორც ნინო ჯღარკავა აცხადებს,ანონსში მოყვანილი ფაქტების ავთენტურობის დადგენის მიზნით, მან უკვე მიმართა სამხარაულის ექსპერტიზას და საქართველოს პროკურატურას.

“განსხვავებული აქცენტები” ეთერში 25 ოქტომბერს ,კვირას, 22.30 საათზეა, “რუსთავი2”-ის სასამართლო პრცესის წინა დღეს.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button