ყოფილი ავიადისპეჩერი საუკეთესო ჰემინგუეი გახდა [Video/Photo]

27 ივლისს, ფლორიდის შტატის ქალაქ კი-უესტში, ჰემინგუეის დღის (Hemingway Days) ყოველწლიური
– 35-ე ფესტივალი დასრულდა, რომელიც ამერიკელი მწერლის, ნობელის პრემიის ლაურეატის ერნესტ ჰემინგუეის დაბადების 116-ე წლისთავს მიეძღვნა. მამა ჰემის 122 ორეული, დღესასწაულის ნამდვილ მარგალიტად იქცა. ასაკოვანი მამაკაცები: ხის ხარებს გაურბოდნენ, მღეროდნენ და ერთმანეთს ორიგინალთან მსგავსებაში ეჯიბრებოდნენ, – გადმოსცემს NBS News.

Hemingway Days-3ფესტივალში გამარჯვებულად, პალმ ბიჩის მკვიდრი, ჭაღარაწვერიანი პენსიონერი, ყოფილი ავიადისპეჩერი ჩარლი ბოისი გამოცხადდა. იგი თეფშის ზომის მედლით დაჯილდოვდა, რომელზეც მწერლის პორტრეტია გამოსახული. ბოისი თავის გამარჯვებას მარტივად ხსნის. მიაჩნია, რომ ჟიურის წევრების ერთპიროვნული გადაწყვეტილება, ცისფერი მერლინებისადმი მისი სიყვარულით აიხსნება, ზუსტად იმ თევზების, რომლებზეც ჰემინგუეი თევზაობდა.

ჰემინგუეი, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, კი-უესტში ცხოვრობდა, სადაც შექმნა ისეთი ცნობილი ნაწარმოებები, როგორიცაა: „ქონა თუ არ ქონა“ (1937) და „ვისთვისაც რეკავს ზარი“ (1940).

მსგავსი პოსტები

Back to top button