მნიშვნელოვანისიახლეები

ყოფილი პრეზიდენტის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 12:00 საათზე ჩატარდება

მიხეილ სააკაშვილისთვის საზღვრის უკანონო კვეთაში დახმარების ბრალდებით დაკავებულთა პროცესი დღეს საქალაქო სასამართლოში შედგება.საუბარია ელგუჯა ცომაიაიზე, მამა შვილ წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეზე.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 12:00 საათზე ჩატარდება.

შსს-მ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 1 ოქტომბერს დაიწყო.

ცნობისთვის, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მეორე ნაწილით, 344-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 344-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

ბრალდებულებს გიორგი ნარიმანიძეს, ელგუჯა ცომაიას, შალვა და ზურაბ წოწორიებს მძიმე დანაშაულის დაფარვას ედავებიან. რაც შეეხება ელგუჯა ცომაიას, მას ასევე ბრალი წარდგენილი აქვს საზღვრის უკანონო გადმოკვეთაში დახმარებისთვის.
ბრალდებულებმა მათთვის წარდგენილი ბრალდება გასულ სასამართლო სხდომაზე აღიარეს.

წინა სასამართლო სხდომაზე შეფარდებული აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა მოსამართლემ, გადასინჯვის შემდგომ, ძალაში დატოვა.

მსგავსი პოსტები

Back to top button